spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთან მიმართებაში იყო საკმაოდ მძიმე თანმხლები...

კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთან მიმართებაში იყო საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტის სამედიცინო დეტალებზე საუბრობს. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პაციენტი გახლდათ საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებებით შეყვანილი კლინიკაში, რამაც ფაქტიურად განსაზღვრა ლეტალური შედეგი. ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ დადგენილია კლასტერი, თუ საიდან მოხდა ვირუსის გადადება:

დღეს დილით ადრე დადასტურდა პირველი სამწუხარო შემთხვევა გარდაცვალებისა, კორონავირუსულ ინფექციასთან ასოცირებული დაავადებით. ეს გახლავთ ქალბატონი 79 წლის რომელიც შევიდა 31 მარტს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და გარდაცვალება დაფიქსირდა დღეს დილით. ძირითადი დიაგნოზი აქ გახლავთ ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება “კოვიდ 19”, მწვავე პნევმონია.

გართულებები გახლავთ მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სეფსისი, სეპტიური შოკი, სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა.

მოგეხსენებათ, მთელს მსოფლიოში, სიკვდილიანობის ძირითადი პროცენტი მოდის ხანდაზმულ ასაკზე და როგორ წესი ყოველთვის კორონავირუსთან ერთად გახლავთ თანმხლები დაავადებები, ამიტომ ამ პაციენტთანაც იყო საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები, კერძოდ დილატაციური კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა მე-4 ხარისხის, არტერიული ჰიპერტენზია, მესამე ზომიერი პულმონური ჰიპერტენზია და ა.შ.

ეს პაციენტი მიეკუთვნება კლასტერს, რომელიც ჩვენს შიდა კლასიფიკაციაში მოხსენიებულია ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის კლასტერის ქსელის, სადაც გვაქვს 5 დადასტურებული შემთხვევა. ეს ქალბატონი არის კონტაქტირებული ადამიანებთან, რომლებიც საქართველოში რუსეთ-აზერბაიჯანიდან შემოვიდნენ და ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე გახლდნენ. ასევე, შემდგომ, რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობდა ამ პერიოდში და აქედან ერთ-ერთმა გადასდო სწორედ ამ ქალბატონს, რომელიც არის ნათესავი იმ პირველი ინფიცირებულის. ანუ ამ შემთხვევაში ჯაჭვი ინფექციის განვითარებისა სრულად ცნობილია – ამ კლასტერში ჩვენ გვყავს 5 დაინფიცირებული,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქალებო, მნიშვნელოვანი დღეა და ამ დღეს ჩვენც ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ” – მარიკა არევაძე

ქალთა მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს 18:00 საათზე იკრიბება რუსთაველის...

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...