ორშაბათი, ივნისი 16, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიშეზღუდვები უნდა განხორციელდეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებლური...

შეზღუდვები უნდა განხორციელდეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებლური ღვთისმსახურების განხორციელების პროცესზეც – “თავისუფალი დემოკრატების” მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი

პარტია “თავისუფალი დემოკრატები” საგანგებო განცხადებით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რათა მან,  ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შეზღუდვები თანაბრად და სრულფასოვნად გაავრცელოს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ყველა სუბიექტზე, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებლური ღვთისმსახურების განხორციელების პროცესზეც:

“თავისუფალი დემოკრატები” მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს იმ პასუხისმგებლობით, რომელსაც მას საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა აკისრებს.

საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით, რომელსაც მიერთებულია საქართველო და, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილია, აღიარებულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები; მათი დაცვა და უზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იქნას ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტური დაცვა, კანონმდებლობა ხელისუფლებას ნებას რთავს, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს მათი რეალიზება, თუკი ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა თუ სხვა ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე.

ომის ან სხვა საგანგებო სიტუაციის დროს, რომელიც საფრთხეს უქმნის ერის სიცოცხლეს, კანონმდებლობა კიდევ უფრომეტ თავისუფლებას ანიჭებს სახელმწიფო ხელისუფლებას, რათა მან, სიტუაციის აუცილებლობიდან გამომდინარე, მოახდინოს ადამიანის გარკვეულ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა.

დღეს საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, კორონა ვირუსის პანდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში განსაკუთრებით გაზრდილია ხელისუფლების ვალდებულება და პასუხისმგებლობა, სწორი ბალანსირება მოახდინოს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს შორის და ერთი უფლების რეალიზების მიზანშეწონილი და პროპორციული შეზღუდვით გადაარჩინოს სხვა უფლებები მოსპობისა და განადგურებისაგან.

ვინაიდან კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ ზომად მთელ მსოფლიოში ადამიანებს შორის ფიზიკური კონტაქტის მაქსიმალურად შეზღუდვაა მიჩნეული და სწორედ ასეთ შეზღუდვებს ითვალისწინებს საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობაც, ხელისუფლება ვალდებულია ეს შეზღუდვები თანაბრად და სრულფასოვნად გაავრცელოს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ყველა სუბიექტზე, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებლური ღვთისმსახურების განხორციელების პროცესზეც, რათა გადაარჩინოს ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ამის უზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლების პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს როგორც ქვეყნის შიდა სამართლიდან, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე. შექმნილ სიტუაციაში ამ ვალდებულების ჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ხელისუფლების უპირველეს პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე,” – ნათქვამია “თავისუფალი დემოკრატების” განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ომი ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება” – ზურაბ ბატიაშვილი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე...

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო”...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

“სანაგვეზე მოსროლილი მოძალადე ქოცები – უბრალო ჭიაღუები ხდებიან…” – ხატია დეკანოიძე

შს სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ეხმაურება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...