სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების...

“კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა” – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე, აღნიშნა, რომ კომისიაზე გამოიკვეთა არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი, თუმცა რადგანაც კომისია თავის ვადაში ვერ ასწრებს მუშაობის დასრულებას, შესაძლებელი ხდება, რომ ოპოზიციამ/”ნაცმოძრაობამ” მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში:

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა უამრავი ისეთი არგუმენტი, რომელთა მიხედვითაც საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომისიის მანდატი გაფართოებულიყო და დღეის მდგომარეობით ის მოიცავს არა მხოლოდ 2003-2012 წლების, არამედ მთლიან პერიოდს დღევანდელ დღემდე. შესაბამისად, შესასწავლი ობიექტებისა და საკითხების ნუსხაც გაცილებით ვრცელია.

ასევე, კომისიის სახელზე ყოველდღიურად შემოდის საქართველოს პარლამენტში ასობით განცხადება, სადაც მოთხრობილია “ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი შემზარავი ისტორიები. დამეთანხმებით, ყველა მათგანის საგამოძიებო კომისიაზე გამოტანა და დეტალურად შესწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა კომისია ცდილობს, მაქსიმალური დატვირთვით იმუშაოს და მოასწროს რაც შეიძლება მეტი.

წინა კვირას, როგორც ეს ასევე საზოგადოებისთვის ცნობილია, საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა თეა წულუკიანმა, დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ საჭიროა, კომისიის საქმიანობის სამთვიანი ვადა გახანგრძლივდეს, მინიმუმ, ერთი თვით. საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ამ თემაზე და გადავწყვიტეთ, რომ სამომავლოდ კომისიის ამ მოთხოვნას დავეთანხმოთ და მისი საქმიანობის ვადა ერთი თვით გავაგრძელოთ.

ამ შემთხვევაში დღის წესრიგში შემოდის სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მოგეხსენებათ, რომ კომისიის მუშაობის მხოლოდ სამთვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება, თუმცა თუ ჩვენ ვადას ერთი თვით გავახანგრძლივებთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია.

შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

როგორც იტყვიან, ხოლმე, ზოგი ჭირი მარგებელია, შეიძლება ასეც იყოს ამ შემთხვევაში. მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს არჩევნებში საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური “ნაცმოძრაობის” აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მთავარია ბიძინა ივანიშვილს ყელში არ ამოუვიდეს ამდენი უმსგავსობა!!!” – ლალი მოროშკინა

“ქართული ოცნების” ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“სიმართლე ვერ გაუქმდება რეჟიმის ბრძანებით! ვერც თავისუფლება აიკრძალება მათი “კანონებით” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე პოლიტიკურ შეფასებებს...

“ზუსტად ვიცი”, რომ ჩერგოლეიშვილ-ბოკერია არის რუსულ რეჟიმთან გარიგებული წყვილი” – ანი ნადარეიშვილი

ანი ნადარეიშვილი მისი მეუღლის, ბაჩო ახალაიას მიმართ თამარ ჩერგოლეიშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“13 წელი თქვენ გამოგიცხადეთ ნდობა! თქვენი სახელით კი ისეთები ხდება, მტრისას!!!” – ნუკა არველაძე...

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა...

“ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს მიუსაფრების ისტორიაში შევა, როგორც მათი მფარველი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი წევრი და ცხოველთა უფლებადამცველი, შორენა ლობჟანიძე...

“ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს...

საქართველოს მე-3 პრეზიდებტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“სამუდამუდ დამარხული იქნება ყველა გვარი, ვინც პარლამენტში შევა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი კონკრეტული...