სამშაბათი, აპრილი 16, 2024

კორონავირუსის დაავადებით პირველი პაციენტი გარდაიცვალა საქართველოში…

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მთელი პერიოდის განმავლობაში, საქართველოში დღეს პირველი გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა. აღნიშნული სამწუხარო ინფორმაცია ჟურნალისტებს განუცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

თქვენ იცით, რომ 31 მარტს ჩვენს კლინიკაში, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, შემოყვანილი იყო კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო კოვინფექცია.

ასევე მინდა გითხრათ, ამ პაციენტის შესახებ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში იყო მკვეთრი წონის დეფიციტი.

ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად გამოვლინდა და ორმხრივად დადასტურდა მწვანე პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, რესპიროტარული დისტრესი, მოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებული იყო სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, დღეს დილით სამწუხაროდ დადასტურდა ლეტალობა,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული