შაბათი, აპრილი 12, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 12-14 აპრილისთვის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 12-14 აპრილისთვის პერიოდისთვის

11 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 12 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში.

აპრილი, ისევე როგორც მარტი, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩეოდა, რიგ შემთხვევაში საგრძნობი ცვლილებით, რაც თვის ბოლოს გაგრძელდა, რიგ შემთხვევაში, გამყარებისა და სტაბილიზაციის ნიშნებით, თუმცა ბოლო ვაჭრობებზე სერიოზული რყევები დაფიქსირდა ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში.

აშშ დოლართან მიმართებაში აპრილში სახეზეა სტაბილური გამყარების დინამიკა, მცირეოდენი რყევებით, ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად კი განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

8 აპრილი – 2.7561;
9 აპრილი – 2.7563;
11 აპრილი – 2.7573
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0015 ლარით  და 1 აშშ დოლარი 12 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში 2.7558 ლარი ეღირება.

აპრილი, ევროსთან მიმართებაში, ლარის რყევებით დაიწყო, რაც გაუფასურების მიმართულებით დღემდე გრძელდება, კერძოდ ბოლო კვირის 4 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

8 აპრილი – 3.0232;
9 აპრილი – 3.0143;
11 აპრილი – 3.0518
.

ევროსთან მიმართებაში, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე მნიშვნელოვნად გაუფასურდა, 0.0741 ლარით და 12 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო უკვე 3.1259 ლარი ეღირება.

სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – სერიოზული რყევები, საგრძნობი გაუფასურებით. ბოლო ვაჭრობაზე ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 12 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6016 ლარი (გამყარდა 0.0422 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0724 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6657 (გაუფასურდა 0.0001 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6207 ლარი (გამყარდა 0.0009 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0335 ლარი (გამყარდა 0.0076 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3620 ლარი (გაუფასურდა 0.0822 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7737 ლარი (გაუფასურდა 0.0075 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2026 ლარი (გაუფასურდა 0.0221 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.4130 ლარი (გაუფასურდა 0.0716 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.9270 ლარი (გაუფასურდა 0.0339 ლარით).

მარტის ბოლო – აპრილის დასაწყისი ლარის რყევებით გამოირჩეოდა, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ბოლო კვირაში კი სახეზე იყო ეროვნული ვალუტისა დინამიური გაუფასურება. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

8 აპრილი – 3.2005;
9 აპრილი – 3.2162;
11 აპრილი – 3.2415
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0338 ლარით და 12 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.2753 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უწყინარი” ნაძირალა ქალი – ლევან ხაბეიშვილი ნინო წილოსანზე

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

“ჩვენს ოფიციალურ პირებს უსამართლო სანქციებს უწესებენ “მეგობრებად” მიჩნეული ქვეყნები” – ზაალ ანჯაფარიძე

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ მორიგ სანქციებს მწვავედ ეხმაურება ანალიტიკოსი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი, გიორგი ვაშაძესთან ერთად, წლებია ამ უთანასწორო ბრძოლაშია და ვერავინ და ვერაფერი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ უარი განაცხადა საგამოძიებო კომისიაზე...

“მე მკვდარი გამიცნეს, როცა სიცოცხლეში ვოცნებობდი ამას…” – ზაზა სარალიძე: “დათუნა სარალიძის განცდები”

შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის უზომო ტკივილით აღსავსე ემოციები...: "დათუნა სარალიძის...