spot_img
მთავარიკანონი და სამართალილიკა შარტავა: "დროებითი საგამოძიებო კომისია კიდევ ერთხელ თვალსაჩინოს...

ლიკა შარტავა: “დროებითი საგამოძიებო კომისია კიდევ ერთხელ თვალსაჩინოს ხდის და ნათლად წარმოაჩენს, ვინ დგას მეორე მხარეს, ვინ გვესახება ე.წ. ოპოზიციურ ძალად და ვინ გვესაუბრება სამშობლოს ვითომ სიყვარულზე”

მინდა, მივმართო და ვთხოვო ჩემს თანატოლებს, ახალგაზრდებს, მათ, ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის მომავალზე, დიდი ყურადღებით მოისმინონ და თვალყური ადევნონ დროებითი საგამოძიებო კომისიის მსვლელობას, რადგან განსაკუთრებით მათთვის, ვისაც შეიძლება, ასაკის გამო კარგად არ გვახსოვს ის საქმეები და დანაშაულები, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ქართველ ხალხს გამოატარა, კომისია კიდევ ერთხელ თვალსაჩინოს ხდის და ნათლად წარმოაჩენს, ვინ დგას მეორე მხარეს, ვინ გვესახება ე.წ. ოპოზიციურ ძალად და ვინ გვესაუბრება სამშობლოს ვითომ სიყვარულზე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლიკა შარტავამ პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, წლების განმავლობაში საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თითქოს მიავიწყდა ის სისასტიკე, რაც ხალხმა განიცადა.

განსაკუთრებით ემოციურია პირველწყაროდან მოსმენილი ტრაგიკული ამბები, რაც, დარწმუნებული ვარ, ადამიანს თანაგრძნობის და, ამასთანავე, ბრაზის გარეშე ვერ დატოვებს. მარტივი არ არის ხელახლა მოისმინო და განიცადო ყველა ის მძიმე ფაქტი თუ ისტორია, რაც მაშინდელმა რეჟიმმა ჩაიდინა.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კომისიის თავმჯდომარეს, ქალბატონ თეას, რომელიც ღირსეულად უძღვება საქმეს, კომისიის წევრებს და ყველას, ვინც სანდო ინფორმაციას აწვდის მათ.

ვიმედოვნებ, რომ თითოეული ჩვენგანი იაზრებს, რამხელა მნიშვნელობა აქვს კომისიის საქმიანობას და სამომავლოდ მიღებულ დასკვნას“, – განაცხადა ლიკა შარტავამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით,...

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...

“ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია რუსების თავშესაფრად, სადაც ისინი შესანიშნავად მოშინაურდნენ და უკვე არა სტუმრად,...

რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით კონკრეტული ინიციატივა-შეთავაზება აქვს “კოალიცია ცვლილებებისთვის”  და...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...