ოთხშაბათი, ივნისი 4, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიComCom-ის მედიალაბმა სტარტაპერები ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ გადაამზადა

ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპერები ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, სტარტაპერებისთვის სემინარი „ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ციფრულ ეპოქაში“ ჩატარდა. შეხვედრას 4S-ის დამფუძნებელი და იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, სალომე ჯოჯუა გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს კონკურენტულ გარემოში ინოვაციებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ გამოცდილება გაუზიარა. აღსანიშნავია, რომ სალომე ჯოჯუა არის Edwards Mediation Academy-ის სერტიფიცირებული მედიატორი და საქართველოს მედიაციის ასოციაციის წევრი.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტელექტუალური საკუთრების სახეები და მათი მნიშვნელობა; ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციისა და დაცვის პროცესი; ასევე, დავების მოგვარება და პოტენციური დარღვევების მართვა.

სტარტაპერების ხელშეწყობის მიზნით, ComCom-ის მედიალაბი უკვე მეექვსე წელია მნიშვნელოვან შეხვედრებსა და სემინარებს სრულიად უფასოდ ატარებს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

2024 წელს მობილური მომსახურებებიდან „მაგთიკომმა“ – 410 მლნ, „სილქნეტმა“ – 305 მლნ, „სელფი მობაილმა“...

კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელთან შედარებით,...

2024 წელს საქართველოში მომხმარებლების 35.5% „Samsung”-ის, 22% კი „Apple”-ის ტელეფონებს იყენებდა

კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში მობილური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“რუსთაველის გამზირის გადაკეტვების და სხვა გამომწვევი ქმედებების ერთერთი მიზანია, რომ ხალხში ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან, რუსთაველის გამზირის...

“დღეს, სტამბულში უკრაინის დელეგაცია ფორით ჯდება მაგიდასთან, ცეცხლის შეწყვეტას იქეთ მოითხოვენ რუსები‼️” – ელისო...

უკრაინული მხარის მიერ რუსულ ავიაბაზებზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად...