28 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 29 მარტიდან 3 დღის განმავლობაში.
მარტი, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩეოდა, რიგ შემთხვევაში საგრძნობი ცვლილებით, რაც გასულ კვირაშიც გაგრძელდა, რიგ შემთხვევაში, გამყარებისა და სტაბილიზაციის ნიშნებით.
აშშ დოლართან მიმართებაში, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
25 მარტი – 2.7815;
26 მარტი – 2.7794;
27 მარტი – 2.7739;
28 მარტი – 2.7712.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0039 ლარით და 1 აშშ დოლარი 29 მარტიდან 3 დღის განმავლობაში 2.7673 ლარი ეღირება.
მარტი, ევროსთან მიმართებაში, ლარის დინამიური გაუფასურებით დაიწყო, თვის შუა რიცხვებში შედარებით დასტაბილურდა, ხოლო ბოლო ვაჭრობებზე სახეზე იყო გამყარების დინამიკაც. კერძოდ ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
25 მარტი – 3.0182;
26 მარტი – 3.0062;
27 მარტი – 2.9928;
28 მარტი – 2.9865.
ევროსთან მიმართებაში, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0047 ლარით და 29 მარტიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო უკვე 2.9818 ლარი ეღირება.
პრაქტიკულად ანალოგიური სიტუაციები იყო სხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო ვაჭრობაზე, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 29 მარტიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5814 ლარი (გამყარდა 0.0004 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0728 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6671 (გამყარდა 0.0009 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6282 ლარი (გამყარდა 0.0023 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0625 ლარი (გამყარდა 0.0110 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1350 ლარი (გაუფასურდა 0.0012 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8099 ლარი (გამყარდა 0.0040 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2377 ლარი (გაუფასურდა 0.0073 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.5223 ლარი (გაუფასურდა 0.0131 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8367 ლარი (გაუფასურდა 0.0009 ლარით).
მარტის დასაწყისიდან ლარმა, რუსულ რუბლთან მიმართებაში, განიცადა დინამიური გაუფასურება, ხოლო 20 მარტიდან სახეზე იყო გამყარება და დასტაბილურება. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
25 მარტი – 3.3069;
26 მარტი – 3.2896;
27 მარტი – 3.2949;
28 მარტი – 3.2976.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც შენარჩუნდა სტაბილური კურსი, მცირედით გამყარდა, 0.0003 ლარით და 29 მარტიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.2973 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი