ორშაბათი, ივლისი 14, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო...

“უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს “ნაციონალური მოძრაობის” და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით” – მამუკა მდინარაძე

საგამოძიებო კომისიის მოსალოდნელ დასკვნასთან დაკავშირებით მმართველი პარტია გეგმავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს “ნაციონალური მოძრაობისა” და სხვა პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ:

შეგახსენებთ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო.

უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ უკვე დავაინიცირეთ კანონის პროექტი, რომელიც ეხება ხსენებული პარტიების მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, თუ პარტიის საქმიანობის არსი, გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის არსის, პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტური იქნება.

ასევე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობისას აშკარად გამოიკვეთა 2012 წლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებული ქმედებების გამოძიების საჭიროებაც. აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რაც წარსულში ჩაიდინეს, იმისი გაგრძელებაა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში სჩადიან. მეტიც, მუდმივად არიან დაკავებულები მცდელობებით, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება და სხვა ფორმებით დაუპირისპირდნენ საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს.

ერთი სიტყვით, 2012 წლის შემდგომაც მათ აქვთ ჩადენილი უამრავი ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომლებიც შესაბამის სამართლებრივ შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაცია კომისიის შემადგენლობასთან და იმ მიზნით, რომ კომისიის საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების ფარგლებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მისი მანდატი გაფართოვდეს და, ახალი დადგენილებით, გავრცელდეს 2012 წლის შემდგომ ანუ, საერთო ჯამში, 2003 წლიდან მოყოლებულ დღემდე პერიოდზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დაუშვებელია პოლიციელზე შეურაცხყოფის მიყენება!” – დიმიტრი სამხარაძე

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი სამხარაძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს...

“რავი ძაან ბრუტალურად დაიწყეს და ბოლოს მასობრივ მოფსმევინებაზე გადავიდნენ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ნარკოტესტებზე შესამოწმებლად ახალგაზრდების,...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა” –...

ევროპარლამენტის რეზოლუციას, პოლიტიკური შეფასებებით საპატიმროდან ეხმიანება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...