spot_img
მთავარისხვადასხვასაქართველოს მთავრობა მოქალაქეებს 3 თვის განმავლობაში კომუნალურებს დაუფარავს

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს 3 თვის განმავლობაში კომუნალურებს დაუფარავს

მოქალაქეები, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ თვეში და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში მთავრობა დაუფარავს აღნიშნულ კომუნალურ გადასახადებს.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოქალაქეები, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, კომუნალური გადასახადებისაგან გათავისუფლდებიან სამი თვის განმავლობაში. ასევე მთავრობა დახმარებას გაუწევს იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები:

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადები სრულად დაუფინანსდება.

აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება რომელზე გადაწყვეტილებაც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ, პირდაპირ არის მიმართული თითოეულ მოქალაქეზე.

გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენს შემთხვევაში უკიდურესად მნიშვნელოვანია, რაციონალურად გამოვიყენოთ თითოეული ლარი, რომლის მობილიზებაც დღეის მდგომარეობით მოხერხდა ბიუჯეტში და ეს არის 2 მლრდ ლარი ეკონომიკის, მოქალაქეების პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით, ხოლო 351 მლნ ლარი covid-19-თან ჯანდაცვის თვალსაზრისით პირდაპირი ბრძოლის კონტექსტში,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...