შაბათი, აპრილი 20, 2024

ლეიბორისტებმა მივაღწიეთ, რომ ხალხი გათავისუფლებულია სამთვიანი კომუნალური გადასახადებისგან – შალვა ნათელაშვილი

მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების დაფარვასთან დაკავშირებით, ეხმიანება “ლეიბორისტული პარტიის”თავმჯდომარე და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ ლეიბორისტების კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე მიიღო:

ლეიბორისტებმა მაინც მივაღწიეთ, რომ ხალხი გათავისუფლებულია სამთვიანი კომუნალური გადასახადებისგან.

შუქი, გაზი, წყალი, დასუფთვება – ამ თანხებს 3 თვის განმავლობაში გადაიხდის სახელმწიფო ბიუჯეტი. ვაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ თითოეულ ოჯახზე, საგანგებო რეჟიმის პერიოდში, გაიცეს 1000 ლარი და ამავე პერიოდში ყველა საბანკო გადასახადები ჩამოეწეროს მოსახლეობას.

მე მადლობას ვუცხადებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვინც ჩვენს ინიციატივებს თავიდანვე უჭერდნენ მხარს ან შემდეგ შემოუერთდნენ,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული