spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მოგვეცით უფლება, ძალიან გთხოვთ, რომ შევხედოთ საყვარელ ადამიანებს"...

“მოგვეცით უფლება, ძალიან გთხოვთ, რომ შევხედოთ საყვარელ ადამიანებს” – ონისე ცხადაძე მოსამართლეს მიმართავს

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოსამართლეს თხოვნით მიმართა პროცესზე ახლობლების დასწრების შესახებ:

,,ჩვენ ქვემოთ, მოსაცდელ საკანში, ყველამ ჯგუფურად-ორგანიზებულად მოვილაპარაკეთ, რომ აქ ემოციური განცხადებების გაკეთებას აღარ ვაპირებთ. მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით ვისაუბრებთ და შესაბამისად, ეს ემოციები, რაც წინაზე იყო, როდესაც თქვენ სასამართლო ნახევრად დახურეთ, აღარ იქნება. ამის პირობას გაძლევთ!

პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ჩვენს ახლობლებს ერთი ადამიანი ადგება და ეტყვის, რომ მსგავსი რაღაც არ განმეორდეს. უბრალოდ მოგვეცით უფლება, რომ ახლობლებს შევხედოთ. აქ ჩვენ გულწრფელად გეტყვით, სამართალს მართლა არ ვეძებთ. გვიხარია, რომ ვიღაც მოვა, ჩემი მეგობარი, ჩემი ოჯახის წევრი და დავინახავ, მაგისთვის ვარ აქ მოსული, პირველ რიგში და მაგის შემდეგ ყველაფერ დანარჩენს განვიხილავთ.

ამიტომ, მოგვეცით უფლება, ძალიან გთხოვთ, რომ შევხედოთ საყვარელ ადამიანებს“, – განაცხადა ონისე ცხადაძემ.

ცნობისთვის: მოსამართლემ ნება არ დართო, რომ სასამართლო დარბაზში ბრალდებულების ახლობლები შეეშვათ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია რუსების თავშესაფრად, სადაც ისინი შესანიშნავად მოშინაურდნენ და უკვე არა სტუმრად,...

რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით კონკრეტული ინიციატივა-შეთავაზება აქვს “კოალიცია ცვლილებებისთვის”  და...

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

“ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა” – შსს-ს განხცადება

შსს, თბილისში მომხდარ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, სპეციალურ განცადებას ავრცელებს: "შინაგან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...