კვირა, ივლისი 6, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა,...

“მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ!” – მამუკა ხაზარაძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ არ აღიარებს პარლამენტს და შესაბამისად დროებით საგამოძიებო კომისიაში მისვლასაც არ აპირებს:

დღეს არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მელოდებიან.
მოწვევაც მივიღე – “სიგნალში”.

მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ!

🔘 ჯერ ბიძინა დაიბარეთ, როგორც მთავარი დამფინანსებელი “ნაციონალური მოძრაობის” – ადამიანი, რომელიც 7 ნოემბრის მერეც აფინანსებდა რეჟიმს.
🔘 კარგად გამოკითხეთ, რამდენი მილიონი აქვს ჩადებული ნაცების მხარდაჭერაში.

🔘 ბიძინას შემდეგ დაიბარეთ ყველა ის “ნაცმოსამართლე” და პროკურორი, რომლებიც მაშინაც და ახლაც ადამიანების უფლებებს უხეშად არღვევდნენ და შემდეგ წარმატებით გადმოაპორტირეთ “ოცნების” რიგებში.

🔘 ამ ე.წ. პარლამენტს არ ვაღიარებ!

🔘 ძალა, რომელმაც მიიტაცა არჩევნები და არცერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ უღიარებია, არის არალეგიტიმური, ისევე როგორც მისი შექმნილი კომისია, რომელიც ცდილობს იყოს პოლიტიკური დევნის იარაღი და ტალახში გასვაროს ჩემი სახელი, რისი მცდელობაც აგერ უკვე 5 წელი აქვთ.

სამწუხაროა, რომ “ოცნება” ხალხზე საერთოდ არ ფიქრობს და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხალხის ინტერესებზე ზრუნვის ნაცვლად, ერთპარტიულ კომისიებს იგონებს.

აქვე ვიტყვი, მიუხედავად ბიძინას დაქვემდებარებული მურუსიძის კლანური სასამართლოს არსებობისა, არასდროს გავქცევივარ მართლმსაჯულებას. ამ შემთხვევაშიც, მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ.

ეს პროპაგანდისტული კომისია არასერიოზული და კომიკურია!

P.S. “ოცნების” პროპაგანდისტი ხელისუფლება ბოლო 5 წელია ცილისმწამებლურ ტყუილებს ავრცელებს ჩვენს წინააღმდეგ. სტარსბურგის სასამართლომ ჩვენი სარჩელი ჯერ კიდევ შარშან მიიღო წარმოებაში “ოცნების” მხრიდან ცილისწამებაზე.

დაელოდეთ სტრასბურგის განაჩენს!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მამუკა ხაზარაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...