ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 22-24 მარტის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 22-24 მარტის პერიოდისთვის

21 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 22 მარტიდან 3 დღის განმავლობაში.

მარტი, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩეოდა, რიგ შემთხვევაში საგრძნობი ცვლილებით, რაც გასულ კვირაშიც გაგრძელდა.

ცვლილებები საგრძნობი იყო აშშ დოლართან მიმართებაში. ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

18 მარტი – 2.7759;
19 მარტი – 2.7865;
20 მარტი – 2.7850;
21 მარტი – 2.7743
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0005 ლარით  და 1 აშშ დოლარი 22 მარტიდან 3 დღის განმავლობაში 2.7738 ლარი ეღირება.

მარტი, ევროსთან მიმართებაში, ლარის დინამიური გაუფასურებით დაიწყო, თვის შუა რიცხვებში შედარებით დასტაბილურდა, ხოლო ბოლო ვაჭრობებზე სახეზე იყო გამყარების დინამიკა. კერძოდ ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

18 მარტი – 3.0277;
19 მარტი – 3.0470;
20 მარტი – 3.0345;
21 მარტი – 3.0096
.

ევროსთან მიმართებაში, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0053 ლარით და 22 მარტიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო უკვე 3.0043 ლარი ეღირება.

ურთიერთგანსხვავებული სიტუაციები იყო სხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაშიც – ზოგ შემთხვევაში დინამიურად გამყარდა, სხვა შემთხვევაში კი, პირიქით, ასევე დინამიურად, – გაუფასურდა და იყო რყევებიც, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 22 მარტიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5885 ლარი (გამყარდა 0.0037 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0730 ლარი (უცვლელი დარჩა);
10 უკრაინული გრივნა – 0.6678 (გაუფასურდა 0.0005 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6316 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0711 ლარი (გამყარდა 0.0323 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1456 ლარი (გამყარდა 0.0013 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8252 ლარი (გამყარდა 0.0056 ლარით);
100 ინდური რუპია – 33.2261 ლარი (გაუფასურდა 0.0141 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.4953 ლარი (გამყარდა 0.0651 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8590 ლარი (გამყარდა 0.0088 ლარით).

მარტის დასაწყისიდან ლარმა, რუსულ რუბლთან მიმართებაში, განიცადა დინამიური გაუფასურება, ბოლო კვირაში კი სახეზე იყო რყევები გამყარების ნიშნებით. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

18 მარტი – 3.2969;
19 მარტი – 3.4140;
20 მარტი – 3.3455;
21 მარტი – 3.2766
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე მცირედით გაუფასურდა, 0.0053 ლარით 22 მარტიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.2819 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ელისო კილაძე: “გახარია, უშნოდაა ატეხილი შენი ბაბლი…”

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი...

“მიხეილ სააკაშვილი არ ისჯება დანაშაულისთვის – ის ისჯება წარმატებისთვის, რომელიც საქართველოს მოუტანა” – გიორგი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

“ჩემი პრეზიდენტობის შედეგად საქართველოში ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ (პენსიები 10-ჯერ) ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ” –...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება სასამართლოში ე.წ. ,,პიჯაკების...