ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ქართული ოცნების" ინტერესია ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის...

“ქართული ოცნების” ინტერესია ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შერჩევა იჩქარონ – გიორგი ვაშაძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევნების საკითხს ეხმაურება “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა კონსესუსის საფუძველზე ხელი მოეწერა საკონსტიტუციო და ზოგადად სასამართლო რეფორმის პაკეტს, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლო უნდა გაერთიანდეს, ხოლო დღეს დაჩქარებულად მიმდინარე პროცესი დროებითია. ამასტან ოპოზიციონერი ლიდერი საუბრობს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებზე, რომ სწორედ მათი პოლიტიკური ინტერესის ნაწილია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შერჩევას რომ ჩქარობენ.

იქ სადაც პოლიტიკური ინტერესი აქვს „ქართულ ოცნებას“ დაჩქარებულად მიდიან. რა თქმა უნდა მათი ინტერესია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შერჩევა იჩქარონ, მაგრამ ყველაზე მეტად მე მაიმედებს ის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ყველამ ერთად ხელი მოვაწერეთ საკონსტიტუციო და ზოგადად სასამართლო რეფორმის პაკეტს, სადაც საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლო უნდა გაერთიანდეს. სწორედ ეს ცვლილება მთლიანად შეცვლის ვითარებას, რომელიც დღეს არის სასამართლო სისტემაში.

ეს არის ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსესუსი და ჩვენ ამის განხორციელებას დავიწყებთ. დღეს რაც არ უნდა დააჩქარონ ეს ყველაფერი არის დროებითი,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით...

“შიშის და უიმედობის დათესვის მიზნით, ამავდროულად კი რუსეთის საამებლად,...

“არც ახალია და არც გასაკვირი, გოგა ხაინდრავას მიმართ უბინძურესი თავდასხმების კასკადი” – ვატო შაქარიშვილი

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში...

“გული არ გაიტეხოთ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს გიჭერთ, გვერდში გიდგავართ მაშინაც კი, როცა...

„სახელმწიფოც და გულშემატკივარიც გვერდით დაგიდგებით, რომ იყოთ წარმატებულები, რადგან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...