2024 წელს, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებულია 180 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
ევროკავშირში ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციიდან:
კაკლოვანი ხილის ექსპორტი გაიზარდა 11%-ით;
ღვინის ექსპორტი გაიზარდა 10%-ით;
მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი გაიზარდა 28%-ით;
ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი გაიზარდა 85%-ით;
უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა 20%-ით;
ხმელი ხილის ექსპორტი გაიზარდა 13%-ით.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს