ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე - "ივანიშვილის რეჟიმი დგას ოთხ საყრდენზე:...

პაატა მანჯგალაძე – “ივანიშვილის რეჟიმი დგას ოთხ საყრდენზე: ძალადობა, შიში, სიცრუე და სიღარიბე”

მმართველი პარტიის მიმართ მწვავე კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს “სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე და საზოგადოებას საპროტესტო აქტივობისკენ მოუწოდებს:

ივანიშვილის რეჟიმი არ არის უბრალოდ კორუმპირებული – ეს არის ანტიქართული, ძალადობრივი სისტემა, რომელიც ოთხ საყრდენზე დგას: ძალადობა, შიში, სიცრუე და სიღარიბე.

ეს მათი მართვის სტრატეგიაა, და ისინი თავის ნებით არცერთზე არ იტყვიან უარს.

არიან ისეთები ვისაც არ უნდა ამ სიმართლის დაჯერება, რადგან ის არაკომფორტულია და მოქმედებისკენ გაიძულებს.

მარტივია, თვალი დახუჭო, იფიქრო, რომ „ყველა ერთნაირია“ და ჩათვალო, თითქოს ჭაობიდან ვერასდროს ამოვალთ.

მაგრამ სწორედ ეს სიჩუმე და უმოქმედობა აძლიერებს რეჟიმის ძალადობას.

ივანიშვილის რეჟიმი გვიმეორებს, რომ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, რომ ვერაფერს შევცვლით.

მაგრამ ეს ტყუილია – ეს არის მათი ყველაზე ძლიერი იარაღი და ვინც ამას იჯერებს, ისინი აძლევენ ძალას.

რეჟიმს სინამდვილეში ძალა აღარ აქვს, როცა ხალხი მას არ იღებს.

ის ძლიერდება მხოლოდ იქ, სადაც სიჩუმე და უმოქმედობაა.

  • რაც უფრო დიდხანს ვჩუმდებით, მით უფრო სასტიკი ხდება მათი ძალადობა.
  • რაც უფრო ხმამაღლა დავდგებით სიმართლის მხარეს, მით უფრო მალე დავასრულებთ ამ რეჟიმს.

ამიტომ, 31 მარტს რუსთაველზე უნდა ვაჩვენოთ ხალხის ნება – არა შიში, არა სიჩუმე, არამედ ბრძოლა თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...