კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბრძოლას ვერავინ გვასწავლის, არავინ ვიბრძვით არავისზე ნაკლებად, რეჟიმის...

“ბრძოლას ვერავინ გვასწავლის, არავინ ვიბრძვით არავისზე ნაკლებად, რეჟიმის წინააღმდეგ და მორალის კითხვას შეეშვით!” – ინგა გრიგოლია

ტვ “პირველის” ჟურნალისტის, დიანა ტრაპაიძის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, თამთა სანიკიძისთვის დაბადების დღის თბილად მილოცვას, სოციალურ ქსელში, ცალკეულ პირთა მხრიდან, მძიმე კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, რასაც კოლეგის მიმართ მხარდამჭერი პოსტით ეხმაურება ინგა გრიგოლია

ყველაფერს აქვს საზღვარი. ვექტორი გაასწორეთ და რეჟიმზე მიმართეთ თქვენი რისხვა, თუ შეიძლება რა.

დაბადების დღეების მილოცვა მათთვის, ვისთანაც წლების მეგობრობა გაკავშირებს, არის ადამიანობა და არავის საქმე არაა, ვის მიულოცავს ნებისმიერი ჩვენგანი.

ჩემთვის მაგალითად, როცა დაბადების დღე არ მომილოცეს მათ, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება გავიარე და დღეს სხვა პოზიციაზე დგომის გამო დამიკიდეს, ისეთი გულსატკენი ამბავი აღმოჩნდა, დიდი ხანი რომ გამყვება…
ხოდა, საქმეს მივხედოთ ყველამ.

დიანა ტრაპაიძე, მიყვარხარ, სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ხარ, როგორიც ხარ და ადამიანი ხარ პირველ რიგში❤️❤️❤️

კომენტარებს ნუ დამიწერთ ჩემი მეგობრის სალანძღავად, წაგშლით.

ბრძოლას ვერავინ გვასწავლის, არავინ ვიბრძვით არავისზე ნაკლებად, რეჟიმის წინააღმდეგ და მორალის კითხვას შეეშვით!

და კიდევ – ბაბლის წესებს არ ვექვემდებარებით, ზოგისთვის რომ ყველაფერი მოსულა, სულ რომ @… დაწეროს და ჩაიდინოს და არ იმჩნევთ, იმიტომ რომ ბაბლის წევრია და სხვებს ადამიანურ ემოციებს არ პატიობთ და ქოლავთ.

საქმეს მიხედეთ რა!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ინგა გრიგოლია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზენ, ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ელენე ხოშტარია, განმარტებებს აკეთებს შიმშილობის დაწყებასთან...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...