spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ სამი პროექტის...

“ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ სამი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს” – კახა კალაძის განმარტებები

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.

პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

დედაქალაქისთვის ავარიული სახლების არსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩვენ წამოვიწყეთ პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ახალი, თანამედროვე კორპუსებით. როდესაც გავაკეთეთ მოკვლევა რაიონების მიხედვით, 10 ათასამდე ასეთი შენობა-ნაგებობა დაფიქსირდა.

ცხადია, ყველას მინიჭებული აქვს ვარიულობის სხვადასხვა კატეგორია, თუმცა პრობლემა სერიოზულია. შედეგად, ჩვენ ვიმუშავეთ და საზოგადოებას წარვუდგინეთ არა მხოლოდ ხედვა, არამედ კონკრეტული პროგრამა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მოქალაქეების ფინანსური თანამონაწილეობის გარეშე მოხდეს მათი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება.

მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი თანხის გადახდა. პირველივე დღიდან, როგორც კი გაფორმდება ხელშეკრულება, მოქალაქეები გაგვყავს ქირით, გამარჯვებული კომპანია ახორციელებს ავარიული შენობის დემონტაჟს და აშენებს ახალ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც გარემონტებულ ბინებს გადასცემს მოქალაქეებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში, მეშვიდე კვარტალში, N12 კორპუსი თანამედროვე სტანდარტებით აშენდა და ახალ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 36 ოჯახს გადაეცა.

რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია სამ მისამართზე. კერძოდ, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩა N18-ში, სადაც არსებული სამსართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 29 ოჯახს გადაეცემა; მეორე პროექტია საბურთალოს რაიონში, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მდებარე ოთხსართულიანი ავარიული შენობა, რომლის ნაცვლად, რვასართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახალაშენებულ კორპუსში გარემონტებული ბინა 19 ოჯახს გადაეცემა; სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილის დასახლების მე-3 მასივში. დემონტაჟი ჩაუტარდება მეოთხე კვარტალში მდებარე N6 კორპუსს და ოთხსართულიანი შენობის ადგილზე, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 36 ოჯახს გადაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემაზე დისკუსიის გახსნა…” – ირაკლი კობახიძე

ტვ "იმედზე" გადაცემა "ღია ეთერში", მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ...

მიხეილ სააკაშვილი: “ძირს კლეპტოკრატიული დიქტატურა!”

"მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას პროტესტმა" - აცხადებს საქართველოს მე-3...

თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა

თბილისის მერიის ბიგ-ბენდის ორგანიზებით, ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა. მსოფლიო ჯაზის...

“მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს” – კახა კალაძე...

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...