შაბათი, აპრილი 20, 2024

წითელას, წითურას, ყბაყურასა თუ ბცჟ-სთან დაკავშირებით გაჩენილი ჰიპოთეზები თუ მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით – პაატა იმნაძე

ე.წ. მოსახდელი დაავადებების – წითელას, წითურას, ყბაყურას, ასევე ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ინტერესით ისაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ. მისი შეფასებით, აღნიშნული მოსაზრება/ჰიპოტეზა ჯერ არაა მეცნერულად დასაბუთებული, თუმცა თუკი ვარაუდი მართალი აღმოჩნდება, უფრო დაცულები ვიქნებით ვიდრე სხვები არიან, სხვა ქვეყნებში:

ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ რაც გამოქვეყნდა, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის, განსაკუთრებით წითურას კომპონენტი, ასევე იყო დამცველობითი ეფექტის მქონე, არა იმითი, რომ ეს კატეგორია სრულად აცდებოდა დაავადებას, არამედ იმით, რომ ნაკლებად ემართებათ და ადვილად გადაიტანენ. ასევე, ბცჟ-ზეც ასევე გამოქვეყნდა, რომ ნაკლებად ემართებათ და უფრო ადვილად გადაიტანენ.

ეს ორი ჰიპოთეზა, რომელიც არ არის მეცნიერული მტკიცებებით გამყარებული, თუ მართალი აღმოჩნდება, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგია მოცვა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინით. პრაქტიკულად ყველა არის ჩვენ ქვეყანაში ბცჟ-თი აცრილი და ეს არ არის ახალი თაობა მხოლოდ, ეს არის ძველი თაობაც, იმიტომ რომ ბცჟ ძალიან ფართოდ გამოიყენებოდა ჩვენ ქვეყანაში.

ასე რომ, თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით ვიდრე სხვები არიან, ვთქვათ, სხვა ქვეყნებში,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული