ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი ქვეყანა არის გადასარჩენი და შესაბამისად, ყველა დისკუსიისთვის...

“ჩვენი ქვეყანა არის გადასარჩენი და შესაბამისად, ყველა დისკუსიისთვის მზად ვართ” – ლევან ხაბეიშვილი

პოლიტსაბჭოზე გადაწყვეტილება მივიღეთ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება შემდეგს – არცერთი ნაბიჯი უკან არავისთან! თუ ვინმეს ერთიანობა სურს, ჩვენ მზად ვართ. ჩვენი ქვეყანა არის გადასარჩენი და შესაბამისად, ყველა დისკუსიისთვის მზად ვართ, სადაც რეალური ერთიანობა იქნება”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, 21 მარტს გამართულ პარტიის პოლიტსაბჭოს ყრილობასთან დაკავშირებით:

დღეს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაში” პარტიის პოლიტსაბჭოს ყრილობა გაიმართა, სადაც როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პოლიტსაბჭომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილებები სტრატეგიასთან დაკავშირებით;

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით – “ჩვენი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებაა – არცერთი ნაბიჯი უკან და მათ შორის ყველა ე.წ. ოპოზიციონერს გაეცემა პასუხი მათ ქმედებებზე. “ნაციონალური მოძრაობა” უკვე წლებია ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად “ნაციონალურ მოძრაობას” ესხმიან თავს, ამიტომ ყველამ პირი გამოირეცხოს, სანამ “ნაციონალურ მოძრაობაზე” ისაუბრებენ. ჩვენი მომდევნო პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციასთან.

დარწმუნებული ვარ, რომ გაზაფხულზე დაიწყება აქციების მეორე ფაზა, აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში, განსაკუთრებით დედაქალაქში, სადაც ძალიან მძიმე ბრძოლები გველოდება.

როგორც აღვნიშნე, პოლიტსაბჭოზე გადაწყვეტილება მივიღეთ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება შემდეგს – არცერთი ნაბიჯი უკან არავისთან! თუ ვინმეს ერთიანობა სურს, ჩვენ მზად ვართ, არც პარტიის ლოგოზე არ გვაქვს გართულება, არც სახელზე, არც ნომერზე, ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ჩვენი ქვეყანა არის გადასარჩენი და შესაბამისად, ყველა დისკუსიისთვის მზად ვართ, სადაც რეალური ერთიანობა იქნება და არა ის, რომ ჩვენ იქეთ ყველას ვეფეროთ, 13 წელი ჩვენს კისერზე გადაიარა ყველაფერმა, ზოგი ორი დღეა რაც ოპოზიციაში და, იმათმა იქიდან ტალახი გვესროლონ, ასე არ გამოვა!” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გია ჯაფარიძე: “ვის აბოლებთ თქვენ, “ბრატცი”?🙂”

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრ გია ჯაფარიძის კონკრეტული შეხსენება-მინიშნებები: "ყველაზე მეტად...

“ტიპებს გაიშნიკობა ენატრებათ…” – გოჩა მირცხულავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და კორუფციასთან მიმართებაში დაფიქსირებულ მიუღებელ...

“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დღეს, იაგო ხვიჩიას ამომრჩეველზე გაუნათლებელი და უთავმოყვარეო ქართველი არ არსებობს”...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...