ორშაბათი, ივლისი 7, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ის ამას არ გარისკავდა, რომ არა სხვადასხვა ქვეყნის...

“ის ამას არ გარისკავდა, რომ არა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და პოლიტიკოსების ჩართულობა” – კახა კალაძე სააკაშვილზე

თბილისის მერის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის ჩართულობით გადმოკვეთა.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამის თემაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობდა. საზღვრის უკანონო გადაკვეთა დაფიქსირდა. როგორც იცით, ის არაჟნებთან ერთად შემოაპარეს. ეს, ცხადია, იყო საზღვრის უკანონო კვეთა და ამ მიმართულებით მიმდინარეობდა გამოძიება. სასამართლომ გამოიტანა შესაბამისი განაჩენი მის დანაშაულებთან დაკავშირებით.

ცხადია, ეს მიხეილ სააკაშვილის მოფიქრებული ნამდვილად არ არის, ის ამას არ გარისკავდა, რომ არა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და პოლიტიკოსების ჩართულობა. მას ერთგვარი გარანტია ჰქონდა, რომ აუცილებლად იქნებოდა გათავისუფლებული, თუ დაიჭერდნენ. შემთხვევითი კი არ არის ის ბინძური პიარკამპანია, რაც მიდიოდა აღნიშნულ დაკავებასთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს, ასჯერ კვდებოდა დღეში.

რა განცხადებას აკეთებდნენ ეს უსირცხვილო, უნამუსო ზოგიერთი ევროპარლამენტარი და მაღალი თანამდებობის პირი დასავლეთიდან. ბოდიში არ მოუხდია არავის. შესაბამისად, კარგად ვიცით, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები, ვინ არიან, საიდან იმართებიან.

სააკაშვილმა, რა თქმა უნდა, მარტომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მას ეუბნებოდნენ, რომ გადაედგა ეს ნაბიჯი, იქნებოდა დაცული. მთელი სპეცსამსახურები, პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული არ ყველაფერში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვაზე, მოუწევს თუ არა სააკაშვილს, მინიმუმ, 2033 წლამდე ციხეში ყოფნა, მერი პასუხობს: „ცხადია, რაც აქვს მისჯილი, ჩვეულებრივად მოუწევს, მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც ჩაიდინა“.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...