,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის გასამართლებასთან დაკავშირებით და მინიშნებას აკეთებს ერთგვარ სტანდარტზე, რის მიხედვითაც მომავალში ,,ქართული ოცნების” ლიდერების გასამართლება მოხდება:
,,ივანიშვილმა შექმნა სტანდარტი და მე გეტყვით თქვენ, ამ სტანდარტის მიხედვით, დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება მომავალში პროკურატურას ,,ქართული ოცნების” ყველა მინისტრი იქნება დაპატიმრებული იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა.
,,ქართული ოცნების” ყველა მერი და გამგებელი იქნება დაპატიმრებული იმ სტანდარტით რა სტანდარტიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა.
რა სტანდარტია ეს – მიხეილ სააკაშვილს, ისევე როგორც თითოეულ ჩვენთაგანს, რას ედავებოდნენ? არცერთი საქმე არ არის ხო, ამდენი ნაძვის ხეებივით დახუნძლეს საქმეებით, მაგრამ არცერთი საქმე არ არის, როდესაც გვედავებიან სახლში რაიმეს წაღებას.
მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ ,,ქართული ოცნების” მერებს და გამგებლებს, რომლებიც არა მარტო მკვდარ სულებს და საკუთარ პარტაქტივებს ასაქმებენ და არა მარტო ფლანგავენ,არამედ პირდაპირ იპარავენ.
ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლებაზე, რომელმაც საკუთარ ცოლს ბაკურიანის ტყე აჩუქა. ჩვენ ვსაუბრობთ დასანქცირებულ მოსამართლეებზე, რომელთანაც სამართალი არაფერ შუაში არ არის.
ამიტომ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური დაკვეთა და რაც მთავარია 11 წლის თავზე, ის ხალხი, რომელსაც შეიძლება მიხელ სააკაშვილი საერთოდ არ მოსწონდა დაინახა, რომ თურმე 11 წლის თავზე აი ეს ხალხი, რომელმაც ქვეყანა მძევლად აიყვანა, რომელმაც ფაქტობრივად ქვეყანა გააპარტახა, თურმე აი იმ ,,პიჯაკების საქმეზე”, რომელშიც ახლა ჩაიხედა საზოგადოებამ 11 წლის თავზე, დაინახა რა აბსურდზეც ასამართლებენ სააკაშვილს.
მაგრამ ვიმეორებ, რასაც დათესავი იმას მოიმკი. ბიძინა ივანიშვილი მაგ სტანდარტით 11 წელი ჩაჯდება, როგორც კი 2013 წლის ხარჯები, რომელსაც არ ასაჯაროვებენ – გასაჯაროვდება. ღარიბაშვილი პრემიერი მაგ სტანდარტით, 10 წელი ციხეში ჩაჯდება და ნებისმიერი სხვა იმიტომ, რომ არაფერი განსხვავებული იქ არ არის, რასაც არ აკეთებდა პრემიერობისას ბიძინა ივანიშვილი, ღარიბაშვილი და ა.შ., დანარჩენი ,,პატიოსანი გვამები”, რომლებიც ემსახურებიან ,,ქართულ ოცნებას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი