ოთხშაბათი, ოქტომბერი 15, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ...

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს საქართველოს მე-3 მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე:

,,დღეს ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომლის მთავარი მოთხოვნა და განხილვის თემა არის პრეზიდენტ სააკაშვილის, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრის განთავისუფლება ისევე, როგორც ყველა რეჟიმის პოლიტიკური პატიმრის, რომლებიც არიან ივანიშვილის რეპრესიების მსხვერპლი და იდევნებიანი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლისთვის.

ასევე კარგად გვესმის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა. სწორედ ის ბრალი, რასაც მას უყენებს რუსული რეჟიმი და ის ბრალი, რასაც პუტინი უყენებს ასევე პრეზიდენტ ზელენსკის და ამ თვალსაზრისით უკრაინის და საქართველოს ბედი არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული და მნიშვნელოვანია, რომ ახლა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს მოხდეს საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია და ამ ყველაფრის კონტექსტუალიზაცია ხდება პრეზიდენტის სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შემდგარ კონფერენციაზე, რომელსაც ესწრება უამრავი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იქნებიან ეს მხატვრები, პოლიტიკოსები, აქტივისტები, ჟურნალისტები თუ სხვა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პროტესტის ყველა ეტაპი – შეცდომა, ფიასკო თუ მიღწევა – გამოცდილებად უნდა იქცეს” – ლაშა...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაზე” – კახა კალაძე აქციების შესახებ

„როგორც კი სახელმწიფომ აჩვენა ძალა, გაიფანტნენ, ერთმანეთს გაემიჯნენ, გადაბრალება...

“მინდა საზოგადოების იმ მცირე ნაწილს ვუპასუხო, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიგვეღო, სხვანაირად...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით...

“ახლა გაჩერება, როცა გამარჯვება ასე ახლოა, დაუშვებელია. ვიბრძვით, ვიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვაში აცხადებს, რომ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ კიდე მე მაკრიტიკებთ, როცა ბრძენს ვეძახი!” – ელისო კილაძე

ელისო კილაძის შეფასებები, მოსაზრებები, ვარაუდები: "წულუკიანის კომისიის დასკვნას მიემატება 4...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს!” – მურთაზ ზოდელავა

საყურადღებო მინიშნებებით, ემოციური კომენტარი გააკეთა მედიასთან ოპოზიციონერმა ლიდერმა, მურთაზ...

“ტიპს კანტი, ჰეგელი და დეკარტი ფეხბურთელები ჰგონია, ალბათ და უცებ ეს ათქმევინეს, რომ ყველას...

მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას, კულტურის მუშაკებთან შეხვედრისა და დაჯილდოებისას,...