ორშაბათი, მარტი 17, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რანაირად შეიძლება კრიზისი მოგვარდეს, თუ არ ჩაინიშნება პარლამენტის...

“რანაირად შეიძლება კრიზისი მოგვარდეს, თუ არ ჩაინიშნება პარლამენტის ახალი არჩევნები?!” – გიორგი ვაშაძე

27 მარტისთვის ჩაინიშნა ,,მეგობარი აქტის” განხილვა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე:

,,საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები დალაგებას დაიწყებს, როგორც კი პოლიტპატიმრების განთავისუფლება დაიწყება და ახალი არჩევნები დაინიშნება. საბოლოო სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით და ამ ანტიდასავლურ, ანტიჰუმანურ, ანტიდემოკრატიულ ძალებს, ამ თვითმარქვია რეჟიმს გავისტუმრებთ და ხელისუფლებაში მოვა დემოკრატიული ძალები.

სწორედ ,,მეგობარი აქტი” აქტიც ამის ფუნდამენტია. ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი: ან იზოლაცია – საითაც მიჰყავს ,,ქართულ ოცნებას” დღეს საქართველო ან ინტეგრაცია ამერიკასთან, ევროპასთან – მეტი ინვესტიციები, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი უვიზო მიმოსვლა, მეტი სარგებელი ჩვენ ყველას აბსოლუტურად, ქართველ ხალხს, რომელიც გვაქვს საპირწონედ.

ეს არის ,,მეგობარი აქტის” შინაარსი, ამიტომ ყალბი პროპაგანდა, რასაც არ უნდა ეცადოს ძალიან კონკრენტული, ობიექტური გარემოებაა, დღევანდელი მძიმე კრიზისიდან გამოსავლისკენ მიმავალი გზა არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ახალი არჩევნები – სხვა თეორიული საკანონმდებლო ბაზაც არ არსებობს.

,,მეგობარი აქტი” თავისთავად ნიშნავს კიდევ უფრო მეტ ზეწოლას, წნეხს ყველა იმ ადამიანზე, ვინც აყალბებს ქართველი ხალხის ნებას და ,,მეგობარი აქტის”, მეორეს მხრივ, ნიშნავს ქართველი ხალხის უკიდეგანო მხარდაჭერას.

ამიტომ ეს არი 2 პარტიული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, როგორც რესპუბლიკელები ასევე დემოკრატები აწერენ ამას ხელს.

რაც მთავარია, ეს ,,მეგობარი აქტი” იქნება სახელმღვანელო აღმასრულებელი რგოლისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში.

კიდევ ერთხელ ვამბობ – იზოლაცია თუ ინტეგრაცია დასავლეთთან. ეს არის არჩევანი, რის წინაშეც ვდგავართ ახლა ჩვენ და დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა ილაპარაკოს, ძალიან მარტივია, პროპაგანდას უამრავი საკითხი აქვს. აი პროპაგანდირებენ ათას რაღაცას… რანაირად შეიძლება კრიზისი მოგვარდეს, თუ არ ჩაინიშნება პარლამენტის ახალი არჩევნები?! ამ პარლამენტის ფუნქციონირების აღდგენის არანაირი შანსი არ არის, ლეგიტიმაციის შანსი არ არის.

რატომ? მანდატები გაუქმებულია, ჩვენ დატოვებული გვაქვს პარლამენტი, ამის უკუქმედებითი უკუ პროცესი არ არსებობს. ამიტომ დასრულებულია – სხვა გზა არ არის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აი, ეს სიცოცხლის ზეიმი ბავშვები რომ ციხეში გამოკეტეთ, იმიტომ არის თქვენი სიცოცხლის ფასი კაპიკი,...

საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულთა სასამართლო პროცესზე ერთერთმა, დარბაზში მყოფ თავის...

კახა კალაძე ოპოზიციაზე: “ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში განწირულნი არიან მარცხისთვის”

თბილისის მერის განცხადებით, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არანაირი...

“თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს – რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით. იცოდეთ,...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

პაატა მანჯგალაძე: “პასიური კოორდინაცია არაფერს შეცვლის – მხოლოდ საერთო მოქმედება მოიტანს ცვლილებას და გამარჯვებას!”

პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ერთიანობისა და აქტიური პოლიტიკური ბრძოლის მნიშვნელობაზე...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...