ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე: "ივანიშვილის "ტრამპისტული" ფარსი - ღალატის დასაფარად...

პაატა მანჯგალაძე: “ივანიშვილის “ტრამპისტული” ფარსი – ღალატის დასაფარად დაგეგმილი სპექტაკლია”

გეოპოლიტიკური ცვლილებები და საქართველოს ადგილი ახალ რეალობაში… მთავარი საკითხი, რაც ძირითადი განხილვის თემაა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთში – სტრატეგიულ პარტნიორებთან. თემასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს და განმარტებებს აკეთებს “სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:

ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, თავი „ტრამპისტებად“ გაასაღოს. ზოგიერთი ქოცი ლიდერი იმდენად შეიჭრა ამ როლში, რომ თავს ტრამპზე უფრო ტრამპისტად გვაჩვენებს. ამავე დროს, გვიმტკიცებენ, რომ ივანიშვილის “ბუტკიდან” 10 ტრილიონიანი კაპიტალის მქონე BlackRock-ს ამარცხებენ და ვაშინგტონის პოლიტიკაზეც კი აქვთ გავლენა.

ამ ფარსს ორი მიზანი აქვს: დაფარონ თავიანთი პუტინისტობა და ღალატი და დასავლეთთან დაპირისპირება „ბაიდენის ადმინისტრაციასთან იდეოლოგიურ კონფლიქტად“ გაასაღონ.

ვაშინგტონში ამას არავინ ჭამს, მაგრამ საქართველოში ჯერ კიდევ ჰყავთ მომხმარებლები.

მსოფლიო წესრიგი იცვლება. ავტორიტარული რეჟიმები, მათ შორის, ივანიშვილი, ცდილობენ დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთთან გაერთიანდნენ, სადაც არც დემოკრატიას და არც სამართლიან არჩევნებს არავინ ითხოვს.

ქოცები ოცნებობენ, საქართველო „ახალ გადანაწილებაში“ რუსეთთან ერთად აღმოჩნდეს. დასავლეთი მოითხოვს ანგარიშვალდებულებას, ანტიკორუფციულ რეფორმებს და დემოკრატიას. რუსეთი სანაცვლოდ მხოლოდ საქართველოს ღალატს ითხოვს, რაც ქოცებისთვის ჩვეული ამბავია.

ღია პრორუსულ რიტორიკას საქართველოში შეზღუდული ლიმიტი აქვს, ამიტომ ქოცები ცდილობენ, ანტიამერიკული პოლიტიკა „ბაიდენთან უთანხმოებად“ გაასაღონ. მათი რეალური მიზანი დასავლეთისგან ჩამოშორება და რუსულ ორბიტაში გადასვლაა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღალატის ნიღაბი.

ეს ნიღაბი ვერ დაიცავთ. ისევე დამარცხდებიან ქართველ ხალხთან, როგორც 1990 წელს საბჭოთა პარტიული ნარჩენები და 2003-ში შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმი.

რაც უნდა ილაპარაკონ, ფაქტი ერთია: ეს არის კრემლის პროექტი, რომელიც საქართველოს გაწირვას ცდილობს. ვერავინ მოატყუებს ქართველ ხალხს – ჩვენ გვახსოვს, ვინ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ვინ – ოკუპანტი!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა დავთმო, ამდენწლიანი ბრძოლა? ვინ დავთმო, უსამართლოდ დატყვევებული რეჟიმის პატიმრები? ვინ დავთმო, ყველა მებრძოლი,...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და რიტორიკული შეკითხვებით...

“ფული, წარმატება, ჯანმრთელობა” – მარიამ შენგელიას 3 სურვილი

ევროვიზიის კონკურსანტ, მარიამ შენგელიას დაუსვეს შეკითხვა - "რას ისურვებდით,...

“ხელში მიჭირავს ანუ ვაქვეყნებ”მიშას ბანერს”, ვითხოვ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების თავისუფლებას😍” – გიგი უგულავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა კონკრეტული მიზნით აქვეყნებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...