პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ირაკლი გაბისონიამ ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა, საიდანაც საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა და პროდასავლურ პარტიებს შორის ურთიერთობაში არსებულ კონკრეტულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება:
“‼️წლები თავს ვიკავებდი ამაზე საუბრისგან. დღეს, როცა უკვე აღარ ვარ დაკავშირებული არც გიორგი ვაშაძესთან და არც „სტრატეგია აღმაშენებელთან“, ვსაუბრობ თავისუფლად – ოპოზიცია ვერ გაერთიანდა, ხალხში კი დიდი იმედგაცრუება მწიფდება.
გასაგებია, რომ “ოცნება” ცუდია! კატასტროფაა სადამდეც მიგვიყვანა ამ რეჟიმმა მაგრამ გამოსავალი სად არის?!
ოპოზიცია რას აკეთებს?
“ქართული ოცნება“ ისევ აქაა, ისევ მართავს, ისევ ჩაგრავს – და ამის პარალელურად, ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს უტევენ.
ძალიან კარგად ვიცი, რაც ხდება შიგნით! ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს – იმას ამასთან არ უნდა, ამას იმასთან… საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, როდესაც ერთად ფოტოს გადაღებასაც კი ვერ ახერხებთ! ამასობაში კი გავრბივართ ხალხი ქვეყნიდან!
თუ მართლა გაღელვებთ ეს ქვეყანა, თუ რეალურად გაღელვებთ ეს ხალხი, იქნებ დაგვდოთ პატივი, თქვენი ეგოები გვერდით გადადოთ და ერთად იპოვოთ გამოსავალი! აღარ არსებობს ადგილი შუღლისთვის და პირადი ამბიციებისთვის! ქვეყანას მოტივაცია და ერთიანობა სჭირდება და არა თქვენი მუდმივი დაპირისპირება!
როდემდე იბრძვით მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის?!
როდემდე ითამაშებთ, რომ მარტოები უფრო მაგრები ხართ?! დროა გაიაზროთ, რომ ამ გზაზე ვერ მივაღწევთ ვერც საერთო მიზანს და ვერც თქვენს პირად წარმატებას!!!
ერთად ძლიერები ხართ! სანამ ერთმანეთს ებრძვით, არ გქონდეთ ხალხისგან ნუგეშის იმედი! პარტიები და ლიდერები მხოლოდ ერთად შეძლებენ შეცვალონ ქვეყნის ბედი.
თუ ასე გააგრძელებთ, ხალხს დაკარგავთ! და მართლა, კრასნოდარში გაიღვიძებთ!
გაერთიანდით, სანამ გვიანი არ არის! ახლა აღარ არის დრო თქვენი პირადი ინტერესებისთვის! ქვეყნის გადარჩენის საკითხი დგას!
საქართველო გაერთიანების იმედზეა და არა თქვენი ეგოიზმის!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ირაკლი გაბისონია.