სამშაბათი, ივლისი 8, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მთავარი არხის" გათიშვა მხოლოდ ერთი ტელევიზიის გამორთვა არ...

“მთავარი არხის” გათიშვა მხოლოდ ერთი ტელევიზიის გამორთვა არ ყოფილა, ეს იყო პირდაპირი შეტევა დემოკრატიულ ოპოზიციურ ძალებსა და კრიტიკულ მედიაზე – ლაშა ფარულავა

,,ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობის” წევრი, ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში ეხმაურება ,,მთავარი არხის” გათიშვას და ხაზს უსვამს კრიტიკული მედიის როლსა და აუცილებლობაზე:

,,ახლა უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ,,მთავარი არხის” გათიშვა მხოლოდ ერთი ტელევიზიის გამორთვა არ ყოფილა, ეს იყო პირდაპირი შეტევა – დემოკრატიულ ოპოზიციურ ძალებსა და კრიტიკულ მედიაზე.

შედეგებს ვხედავთ: ოპოზიციური პარტიები უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მათი ხმა დასუსტდა, საზოგადოებას კი ინფორმაციის მიღების ნაკლები ალტერნატივა დარჩა.

ეს განსაკუთრებით შესამჩნევია რუსთაველზე მიმდინარე აქციებზე. თვეების განმავლობაში პროტესტი იყო უფრო მეტად ფართო და აქტიური, მაგრამ “მთავარი არხის” გათიშვის შემდეგ აშკარაა, რომ პროტესტის მასშტაბი შემცირდა.

ეს არა მხოლოდ იმით აიხსნება, რომ მობილიზაციის პლატფორმა შემცირდა, არამედ იმითაც, რომ კრიტიკული მედიის გარეშე საზოგადოებრივი მუხტი დათრგუნულია, განსაკუთრებით რეგიონებში.

რეჟიმმა კარგად იცის, რომ ინფორმაციის კონტროლი არის ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი.

სწორედ ამიტომ, “მთავარი არხის” დახურვა, ,,ფორმულას” და ,,ტვ პირველის” ფინანსური გამოფიტვა არის არამხოლოდ მედიაზე შეტევა, არამედ ოპოზიციური პოლიტიკური სივრცის კიდევ უფრო შესუსტების მცდელობა.

ახლა გამოწვევა ის არის, როგორ მოახერხებს დემოკრატიული ოპოზიცია და აქტიური საზოგადოება ამ დარტყმის გადალახვას და როგორ შეძლებს საზოგადოებასთან კავშირის შენარჩუნებას, იმ საკანონმდებლო რეგულაციების შემდეგ რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი აცხობს არალეგიტიმურ პარლამენტში.

ამ პირობებში კრიტიკული ტელევიზიების დაკარგვის რისკი იზრდება: ,,მთავარი” უკვე ჩაქვრა, ,,ფორმულას” ფინანსური კრიზისი აქვს, ,,ტვ პირველი” ხელისუფლების სამიზნეა, მაგრამ ბრძოლა აქ არ მთავრდება.

ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული ძალები სწორად დავჯგუფდეთ, გავაერთიანოთ ძალები და ვიპოვნოთ ახალი გზები რეგიონებში – საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ.

მთავარია, რომ კრიტიკული ხმის ჩახშობის მიუხედავად, საზოგადოებამ არ დაკარგოს სიფხიზლე და გააგრძელოს ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რომ გავათავისუფლოთ პოლიტიკური ტყვეები და ჩავატაროთ არჩევნები რუსული რეჟიმის გარეშე.

ცეცხლი ოლიგარქიას!

ქართველი ხალხი გაიმარჯვებს 🇬🇪🇺🇸🇪🇺”, – წერს ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში.

მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...