ორშაბათი, აპრილი 28, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"ილიაუნმა და განსაკუთრებით მისმა რექტორმა გუშინ ქართულ საზოგადოებას...

“ილიაუნმა და განსაკუთრებით მისმა რექტორმა გუშინ ქართულ საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ყოველთვის აქვს ბრძოლას მნიშვნელობა” – ბეჟან ჯავახია

სამართლიანობის აღსადგენად და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სრული ავტორიზაციის მინიჭებისთვის ბრძოლაში უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის უდიდეს როლსა და მის სამოქალაქო პოზიციაზე ამახვილებს ყურადღებას ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია:

ილიაუნმა და განსაკუთრებით მისმა რექტორმა გუშინ ქართულ საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ყოველთვის აქვს ბრძოლას მნიშვნელობა.

სანიმუშო იყო ამ პირობებში ეს ბრძოლა, სრულიად უკომპრომისო, არცერთხელ დაუხევია უნივერსიტეტს რეჟიმის უსამართლობის წინაშე უკან. პირიქით რექტორს, რომელმაც უსამართლო სასამართლოში ხარისხის სამსახურს უჩივლა არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან. ის იდგა თავის სტუდენტებთან ერთად ყველა დღე საპროტესტო აქციებზე. (დააფიქსირეს კიდევაც სასტვენით, როგორ დგას რუსთაველზე…)

ეს არის სანიმუშო მაგალითი უნივერსიტეტის ერთობისა, ის მართლაც ახალი უნივერსიტეტია, რომელმაც ჩააბარა დიდი გამოცდა ამ დღეებში. მესმის დიდი დრო დავკარგეთ ამ უსამართლობის გამოსასწორებლად, მაგრამ ეს ბრძოლა სანიმუშო იქნება ჩვენი ისტორიისათვის!!!

ამ სასტიკი უსამართლობის პერიოდში ის დარჩა ერთადერთ თავისუფალ კუნძლად და ძალიან მიხარია, რომ ამ კუნძულზე მეც მაქვს ადგილი…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბეჟან ჯავახია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რატომ დადიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ქელეხებში?” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოლიტიკური ირონიით ახდენს კონკრეტულ მინიშნებას: "რატომ დადიან...

“ივანიშვილის ჩოჩორი სანქციებს გადაურჩა, ისე გაძვრა” – ნინო ჯანგირაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მძიმე...

“ტრამპის ფეიკი ხელის დაქნევაც კი თუ ასე გიხარიათ, რას შემოავლეთ ამ ქვეყანას რუსული მავთულხლართი?”...

ვატიკანში პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე მიხეილ ყაველაშვილისა და დონალდ...

“დაუჯერებელია, რამდენი ადამიანი დამეხმარეთ, რამდენი უცნობი ადამიანი დაიხარჯეთ და მგულშემატკივრობთ, თურმე… როგორ არ უნდა...

პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერს, ხათუნა სამნიძეს საზოგადოების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...