ორშაბათი, ივნისი 16, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული...

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიაუნისთვის უპირობო (6 წლიანი) აკრედიტაციის მინიჭებასთან დაკავშირებით:

,,ჩვენ გვქონდა საუკეთესო დასკვნა ექსპერტთა ჯგუფისგან მიღებული და როცა ამ დასკვნას ცვლის საბჭო, მან აუცილებლად დამატებითი გარემოებები უნდა დაადგინოს.

არანაირი დამატებითი გარემოებები არ იყო დადგენილი, ამიტომ ვიყავით ჩვენს სრულიად გაოგნებულები იმ გადაწყვეტილებით.

ახლა საბჭომ გაიზიარა ყველა ჩვენი, ასე ვთქვათ, მოსაზრება და მართლაც ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია და რა ვიცი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამართლიან ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია ეს. ჩვენ ძალიან ახალგაზრდა უნივერსიტეტი ვართ და ის ძალისხმება, რასაც სწორედ ამ საერთაშორისო განათლებაში 14 მიმართულებით ორმაგი ხარისხის პროგრამებს ვახორციელებთ: გერმანიის, ბელგიის, საფრანგეთის, ესპანეთის უნივერსიტეტებთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის შესაძლებლობა მოგვეცეს სრულფასოვნად.

არ შეიძლება, ეს არის ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი, როდესაც ასეთი გადაწყვეტილებებით უნივერსიტეტს ადგება ჩრდილი და ძალიან მიხარია, რომ ეს პროცესი ასე დამთავრდა“, – განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ.

მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კობახიძე/მდინარაძე/გელაგელაძე/ოხანაშვილის დიქტატურაზე მაინც ვიგუდები სიცილით და რა გავაკეთო?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ახალი...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაული არის ის,...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და...

კახა კალაძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიებას დაესწრო

მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების...

“თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ომი ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება” – ზურაბ ბატიაშვილი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული