spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" თქვენი წყალობით, ბოლო რამდენიმე წელში ნარკომომხმარებელთა...

“ქართული ოცნება” თქვენი წყალობით, ბოლო რამდენიმე წელში ნარკომომხმარებელთა რიცხვი უსაშველოდ გაიზარდა! – ელისო კილაძე

ნარკომანიის პრობლემასთან, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიერ გაცხადებულ გეგმებს, კონკრეტული ფაქტების შეხსენებით და საყურადღებო შეკითხვებით ეხმაურება “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე:

ქართული ოცნება” თქვენი წყალობით, ბოლო რამდენიმე წელში ნარკომომხმარებელთა რიცხვი უსაშველოდ გაიზარდა!

ნარკოტიკი გახდა ნომერ პირველი პრობლემა და ამას აჩვენებს ყველა კვლევა‼️(ამიტომაც გადაწყვიტეთ თემას მოაჯდეთ), თორემ ბოლო ერთ წელზე მეტია ომში ვარ და ერთი განცხადება არ გაგიკეთებიათ, არ იმჩნევდით‼️

კანონის გამკაცრება პრობლემას ვერ აგვარებს, რას სთავაზობთ მილიონამდე ნარკომომხმარებელს, რომელიც სწორედ ე.წ. იაფ ნარკოტიკს მოიხმარს?
ქვეყანაში არ გვაქვს უფასო ნარკოლოგიური კლინიკები და ხელმისაწვდომი მკურნალობა‼️

ფსიქიატრიულ კლინიკებში ადგილები არაა‼️

ერთხელ მაინც თუ ყოფილხართ მსგავს კლინიკაში, სადაც ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს მკურნალობენ?

ჩანაცვლებითმა პროგრამებმა სრულიად მახინჯი ფორმა მიიღო და სასწრაფო რეფორმას საჭიროებს!

თუ კლინიკის დირექტორი ლოიალური არაა, უფასო ადგილების ქვოტას არ აძლევთ‼️

ფსიქოლოგის მომსახურების სერვისი არ გაქვთ!

რას იზამს ნარკომომხმარებელი ე.წ. ლომკაში?

როგორ უმკლავდებით და აკონტროლებთ შავ ბაზარს, რომელსაც მომხმარებელი მიაწყდება?!

ყველა მომხმარებელს დაიჭერთ? (ციხე არ გეყოფათ).

სად ატარებთ ნარკოლოგიურ შემოწმებას?!
შარდის ქილებით პატრულმა უნდა ირბინოს?!

ეს პრობლემა არის კომპლექსური, მხოლოდ მდინარაძის ბრიფინგით და კანონებში ცვლილებით არ გვარდება‼️

შეკრიბეთ და მოუსმინეთ ნარკოლოგებს, ფსიქოლოგებს, ექიმებს და დადეთ კომპლექსური გეგმა‼️

წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ აყვავებულ შავ ბაზარს, გაყიდულ საწამლავს და კიდევ უფრო მეტ გარდაცვლილს‼️‼️‼️“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ხელისუფლების ბოლო პერიოდის საქმენი საგმირონი…” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მმართველი გუნდთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

თამარ ჩერგოლეიშვილი: “სულ მოღალატეებშია ბატონი ბიძინა”

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...