სამშაბათი, მარტი 11, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაComCom: მოსწავლეებისთვის კონკურსი "ნამდვილი თუ მოგონილი" მეთორმეტედ გამოცხადდა

ComCom: მოსწავლეებისთვის კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი” მეთორმეტედ გამოცხადდა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ 10 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებისთვის გამოაცხადა. კონკურსი მოზარდებში ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის, ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.

„ნამდვილი თუ მოგონილის?!“ წესების თანახმად, მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ მედიაში, მათ შორის – ინტერნეტში, ტელევიზიასა თუ ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ დადასტურებულა, როგორც ყალბი. რის შემდეგაც, სასურველი ფორმატით უნდა წარმოადგინონ ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები. კონკურსის ფარგლებში გამოგზავნილ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაც კომუნიკაციების კომისია iPhone 16 Pro-ს, MacBook Air-სა და iPad Air-ს გადასცემს.

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი“ უკვე თერთმეტჯერ, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებისთვის – შვიდჯერ, ხოლო სტუდენტებისთვის ოთხჯერ წარმატებით ჩაატარა. საგულისხმოა ისიც, რომ ComCom-მა პროექტის ფარგლებში 2400-ზე მეტი მოსწავლე და 900 სტუდენტი მედიაწიგნიერებაში გადაამზადა.

 

გაეცანით კონკურსის წესების შესახებ დეტალურ ინფორმაციას👇

კომუნიკაციების კომისია, „მედიააკადემიასთან“ ერთად, ახალგაზრდებში კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, აცხადებს მედიაწიგნიერების კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება VIII, IX, X და XI კლასის ყველა მოსწავლეს შეუძლია.

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, მოსწავლეებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება:
კონკურსანტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში (მათ შორის, ინტერნეტში, ტელევიზიაში, რადიოსა და ბეჭდურ მედიაში) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, შემოქმედებითი გზით წარმოადგინონ ამბის აღმოჩენისა და გადამოწმების მეთოდები, გამოყენებული წყაროები და რეალური ფაქტები.

დავალების წარმოსადგენად, მოსწავლეებს შეუძლიათ შეარჩიონ სასურველი ფორმატი – ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა. აუცილებელია, ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.

კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.

პრიზები:
• I ადგილი – iPhone 16 Pro
• II ადგილი – MacBook Air
• III ადგილი – iPad Air

კონკურსის ვადები:

საკონკურსო ნამუშევრები მოსწავლეებმა უნდა გამოგზავნონ 2025 წლის 10 მარტიდან – 10 აპრილის ჩათვლით.

საკონკურსო ნაშრომის გამოსაგზავნად, კონკურსის მონაწილემ საჭიროა, რომ:
1. შექმნას Google-ის ელექტრონული ფოსტა (Mail.google.com)
2. გამოგზავნოს საკონკურსო ნაშრომი შემდეგი ბმულის გამოყენებით

კონკურსის წესები:
მოსწავლეებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ საკონკურსო დავალების ფორმატი. თუმცა, აუცილებელია ნაშრომის მოცულობის ლიმიტის გათვალისწინება:
• ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს
• საპრეზენტაციო მასალა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს
• ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს უნდა ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი

შეფასების კრიტერიუმები:
• რამდენად რთული იყო ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და რამდენად რთულად დასამტკიცებელი იყო ნამდვილი ამბავი
• რამდენად მაღალია გამოყენებული წყაროების ფაქტობრივი სიზუსტე
• რამდენად შემოქმედებითია შესრულებული დავალება
• რამდენად ინფორმაციულია ნაშრომი

! ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება კონკურსის დავალებასა და პირობებს, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს
! ნაშრომი, რომელშიც გამოვლინდება პლაგიატი, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ მედიაწიგნიერების ვებ-გვერდსა და ფეისბუქ გვერდს.
კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ: medialiteracy@comcom.ge.

ხშირად დასმული კითხვები:
1. რა ფორმატით არის რეკომენდებული საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნა?
საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნა შეგიძლიათ ნებისმიერი შემოქმედებითი ფორმით. თუმცა, წინა კონკურსების გამარჯვებული ნაშრომების უმეტესობა წარმოადგენდა ვიდეოს.
2. რას ნიშნავს ყალბი ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი?
კონკურსი გულისხმობს ისეთი ყალბი ამბის მოძიებას, რომელის სიყალბეც აქამდე არ დაუდასტურებია არც პირველწყაროს და არც ფაქტების შემმოწმებელ ორგანიზაციას.
3. შესაძლებელია თუ არა, რომ ერთმა მონაწილემ რამდენიმე საკონკურსო ნამუშევარი გამოგზავნოს?
დიახ, ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე საკონკურსო ნაშრომის წარმოდგენა.
4. შესაძლებელია თუ არა, რომ წინა კონკურსების მონაწილემ/გამარჯვებულმა მიიღოს მონაწილეობა მიმდინარე კონკურსში?
დიახ, ამ მხრივ, კონკურსს შეზღუდვა არ აქვს.
5. სად შემიძლია წინა კონკურსების გამარჯვებული ნამუშევრების ნახვა?
წინა კონკურსებში გამარჯვებული ნაშრომების ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის YouTube გვერდზე.

ინფორმაციას კომკუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

საქართველოში 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 2025 წლის თბილისის დროით 15:28 საათზე, თბილისიდან 63...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი პრეზიდენტობის შედეგად საქართველოში ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ (პენსიები 10-ჯერ) ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ” –...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება სასამართლოში ე.წ. ,,პიჯაკების...

“ამერიკელებმა რაღა თქვან, მგონი ისინი ჩვენზე უარეს დღეში არიან” – ირაკლი ოქრუაშვილი

აშშ-ში 2 ქვეყნის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმორ ზელენსკის...

“სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს” – გიორგი ვაშაძე

დიდ ბრიტანეთში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანზე საუბრობს “სტრატეგია...

“იგივეს იზამენ, თუ საქართველო რუსეთის ნაწილი გახდა! სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ ქართველების გენოფინდი?!” –...

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) მკვლევარი,...