შაბათი, აპრილი 27, 2024

ვინც ფიზიკურ რიტუალებში და საერთო კოვზით ზიარებაში ეძებს ქრისტეს, ვერაფერს იპოვნის – ბაია პატარაია

საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, ზიარებასთან დაკავშირებით, არასწორად მიიჩნევს ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი, სამოქალაქო აქტივისტი ბაია პატარაია და ფიქრობს, რომ ამით სხვისი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება ხდება:

კოვზმადიდებლები და კოვზთაყვანისმცემლები ნეტავ ჩემ ფბ სამეგობროშიც არიან?🤔

პ.ს. ვინც ფიზიკურ რიტუალებში და საერთო კოვზით ზიარებაში ეძებს ქრისტეს, ვერაფერს იპოვნის, რადგან ღმერთი არ იჭმევა და არ ისმევა, არ შეიძლება იდეის ჭამა და კიდე უფრო მეტად არ შეიძლება სხვისი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება საკუთარი თავზე/გნებავთ სულზე ზრუნვის სახელით.

მაგრამ კერპთაყვანისმცემელი ქრისტეს გაიგებს?” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ბაია პატარაია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული