ორშაბათი, ივლისი 7, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ იქნება" -...

“არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ იქნება” – პაატა სალია

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას მინიშნებით, რომ საქართველოში კრიზისია, ეხმაურება დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”, პაატა სალია:

არანაირი კრიზისი დღეს საქართველოში არ არის! არ ვიცი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ ის პირები, ვინც უშუალოდ აძლევენ დავალებებს მათ – ამ შემთხვევაში, მხედველობაში მყავს “დიფ სთეითი” და მისი წარმომადგენლები, რას გულისხმობენ კრიზისში.

ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოში ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს. პოლიტიკური კრიზისის არანაირი ნიშნები ქვეყანაში არ არის!

გვყავს ოპოზიცია, რომელიც სრულად გაიძარცვა. დარწმუნებული ვარ, მას აღარ დარჩა ამომრჩეველი და ამაზე მეტყველებს ასევე ის, თუ რა ტიპის პროტესტს ვხედავთ ყოველ საღამოს, რუსთაველის გამზირზე – რამდენიმე ასეული ადამიანი აპროტესტებს და ითხოვს ხელახალ არჩევნებს. ეს არის წარმოუდგენელი, ამაზე ჩვენი პარტიის და ამომრჩევლის პოზიცია არის მყარი, რომ არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ იქნება“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ინფორმაციისთვის: “საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს და ადამიანის უფლებების პატივისცემა უზრუნველყოს“, – ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

“ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს ევროკავშირთან მიმართებაში...

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...