ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

უკვე წმინდა ძროხებად ამოიჩემეთ სამი ადამიანი და მათთვის ლეგიტიმური შეკითხვების დასმისთვის ბულინგის ქარცეცხლში ატარებთ ჟურნალისტებს – ნიკა გვარამია

ტვ “პირველის” ეთერში ჟურნალისტ ვახო სანაიასა და დაავადების კონტროლის ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძეს შორის გამართული ემოციური კითხვა-პასუხის რეჟიმი საზოგადოების განსჯის საგანი გახდა. ნაწილი ჟურნალისტს თავშეკავებისკენ მოუწოდებდა, მეორე ნაწილი კი ეპიდემიოლოგისგან ამომწურავ პასუხებს ითხოვდა. ამ საკითხს ეხმიანება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:

უკაცრავად, მაგრამ მართლა პანიკა და ისტერიკა გჭირთ. უკვე წმინდა ძროხებად ამოიჩემეთ სამი ადამიანი და მათთვის ლეგიტიმური შეკითხვების დასმისთვის ბულინგის ქარცეცხლში ატარებთ ჟურნალისტებს. დამამშვიდებელი დალიეთ და წესები დაიცავით ეპიდემიასთან ბრძოლის.

ეპიდემიოლოგების აკვიატებული ხატება რომ გამშვიდებთ, ეს არ ნიშნავს:
ა) რომ ისინი შეცდომებს არ უშვებენ ეპიდემიასთან ბრძოლაში;
ბ) რომ მათ მთავრობა არ იყენებს, მათ შორის, ძალიან ცუდად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ (აბა რა ვიფიქროთ იმ უკონტექსტო და მათ კომპეტენციას გაცდენილ ტექსტებზე, რაც დღეს ვისმინეთ);
გ) რომ თქვენ კარგად ხართ და არაფერი არ გემუქრებათ.

პირიქით, დაავადების ნულოვან სტადიაზე იმყოფებით – პანიკური შიში და არარაციონალური დასკვნები.

პანიკა მართეთ საკუთარ თავში, პანიკა. შენ კი ბრილიანტი იყავი და შესანიშნავი ინტერვიუ გქონდა Vakho Sanaia ყოჩაღ! ❤️✌🏻” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული