spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჯელსომინოები ვართ, აბა, რა ვართ, ოღონდ ცრუთა ქვეყანაში...

“ჯელსომინოები ვართ, აბა, რა ვართ, ოღონდ ცრუთა ქვეყანაში კი არა მხოლოდ, ცრუთა სამყაროში აღმოვჩნდით მგონი მთელი მსოფლიო” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია კონკრეტულ ამბავს იხსენებს და მსოფლიო პარადოქსალურ რეალობაზე საუბრობს…:

რამდენიმე წლის წინ, ჩემს შვილებს ჯანი როდარის ერთ ზღაპარს ვუკითხავდით – ჯელსომინოს თავგადასავალს, უფრო ზუსტად კი ერქვა ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში. ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში მოხვდება, სადაც ყოფილი მეკობრე იყო გამეფებული. მისი ბრძანება იყო, ერთი სიტყვა სიმართლე არავინ გამაგონოთო. აქ კატები ყეფდნენ, ძაღლები კი კნაოდნენ. ამ ქვეყნის გაზეთს კი „სამაგალითო მატყუარა“ ერქვა, რომელშიც ყველა ახალი ამბავი იწერებოდა.

მოკლედ, რომ ვუყურებ, რა რეალობაშიც გადავდივართ, ეს უკვე ორუელის ცხოველების ფერმა კი არა, როდარის ჯელსომინოა ცრუთა ქვეყანაში.

ტრამპი ზელენსკის წინააღმდეგაა, ლე პენი ზელენსკის გულშემატკივრობს, ქართული ოცნება ტოტალიტარიზმის შექმნის ფონზე ევროპას უწუნებს დემოკრატიას, სახელისუფლებო იურისტები კი ვენეციის კომისიას კვალიფიკაციას უწუნებენ, ივანიშვილის ქცევითი დამოკიდებულებები კი ტრამპის რიტორიკის საგანი გახდა.

ჯელსომინოები ვართ, აბა, რა ვართ, ოღონდ ცრუთა ქვეყანაში კი არა მხოლოდ, ცრუთა სამყაროში აღმოვჩნდით მგონი მთელი მსოფლიო“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე არჩილ გამზარდია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“იქნებ ასე ესმით ქოცებს “ცივილიზებულად ოპონირება”? მათ ხომ არ უთქვამთ აქამდე, როგორ ესმით?” –...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ირონიული შეფასებებით...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

გია ხუხაშვილი: “ვუსურვებ წარმატებებს ახლად დაფუძნებულ პარტია “ჯერ საქართველო”-ს

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის მიერ პარტია "ჯერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...