spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკაკორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კიდევ გაიზარდა და 16-ს...

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კიდევ გაიზარდა და 16-ს მიაღწია 28 მარტის მდგომარეობით

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ახალ იმედისმომცემ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა უკვე 16-მდე გაიზარდა:

სიახლე ის არის, რომ ერთ პაციენტზე დილით ჩატარებული განმეორებითი ტესტირებით უარყოფითია პასუხია. ანუ, ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, მაგრამ ჯერჯერობით მას კლინიკა არ დაუტოვებია, მაგრამ ის გამოჯანმრთელებულად ითვლება და ეს არის მე-16 პაციენტი. ე.ი. სულ 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული, 15 ჩვენს ცენტრში და ერთი საჩხერეში.

წუხელ შემოსული პაციენტის მდგომარეობა, საბედნიეროდ, სტაბილურია ამ ეტაპზე. კლინიკური მონაცემებით, დაავადება არ პროგრესირებს, ამ ეტაპზე. კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევებით, ჯერჯერობით, მხოლოდ და მხოლოდ ორმხრივი პნევმონია დასტურდება. გართულების სხვა მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

UPD: 29 მარტის დილის მონაცემებით კიდევ 2 პაციენტისთვის ჩატარებული ტესტი აღმოჩნდა უარყოფითი, შესაბამისად 10:30-ის მონაცემებით სულ ჯამში 18 პაციენტია გამოჯანმრთელებული კორონავირუსისგან, მათგან 2 ბავშვია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!” –...

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკოსების მიმართ დაჩქარებულმა სასამართლო პროცესებმა და მოსალოდნელმა...

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...