spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა მძიმედ დასრულდა,...

“მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა მძიმედ დასრულდა, არ ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობის გაგრძელება აღარ მოხდება” – გიგი წერეთელი

,,ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგი წერეთელი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ეხმაურება ტრამპისა და ზელენსკის ოფიციალურ შეხვედრას და გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე ამახვილებს ყურადღებას:

,,მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა მძიმედ დასრულდა, არ ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობის გაგრძელება აღარ მოხდება. ფაქტია, რომ მოლაპარაკების ეს რაუნდი არ იყო სათანადოდ მომზადებული, სხვა შემთხვევაში, შედეგი განსხვავებული იქნებოდა.

ნამდვილად სამწუხაროა, რომ რუსეთს მიეცა კმაყოფილების საფუძველი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ხანმოკლე.

უკრაინის პრეზიდენტის პოლიტიკური ტვირთი უმძიმესია და უკრაინელ ხალხთან ერთად ეს გმირული ბრძოლა მხოლოდ ერთი ქვეყნის გადარჩენის და უსაფრთხოების საკითხი, რომ არ არის, ეს ამერიკის პრეზიდენტმაც და ადმინისტრაციამაც კარგად იცის.

ტრამპი არ არის ორდინარული და სრულად პროგნოზირებადი ლიდერი, მაგრამ დასახული მიზნის მიღწევის უნარი ძალიან მაღალი აქვს. მას გააჩნია ამ ომის სწრაფად დასრულების საკუთარი ხედვა და ამბიცია, ეს კი აუცილებლად გამოსაყენებელია ამ კრიტიკულ ვითარებაში.

ის, რომ პუტინის მიმართ ნდობა ზელენსკის არ აქვს, ეს ბუნებრივია, თან უამრავი მაგალითით გამაგრებული და არც ტრამპს უნდა ჰქონდეს, თუ რამე სრულიად განსაკუთრებული გარანტიები არ იარსებებს. ეს გარანტიები კი მხოლოდ საპირისპირო ძალას შეუძლია შექმნას – ევროპის, ამერიკის, ნატო-ს , დემოკრატიული მსოფლიოს ერთობას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

აქ არსებულ ინტერესებს შორის ეკვილიბრიუმის წერტილი აუცილებლად უნდა მოიძებნოს და ეს რთული პროცესია, ერთი შეხვედრით ვერ წყდება და ეს ოვალურ კაბინეტში გამართულმა კამათმაც დაგვანახა.

უკრაინელი ხალხის და მისი პრეზიდენტის თანადგომა, სოლიდარობა და დახმარება, ყველა დემოკრატიული საზოგადოებისთვის მორალური და პრაგმატული იმპერატივი უნდა იყოს. ამიტომ ევროპაში ეს კიდევ უფრო ძლიერდება და იმედია, ამერიკაც გააგრძელებს მხარდაჭერას.

ტრამპი-ზელენსკის შეხვედრიდან გამოტანილი დასკვნები პოზიციების დაახლოებას და დროულ შეთანხმებას უნდა დაეხმაროს, რა თქმა უნდა, არამხოლოდ უკრაინის მხრიდან კომპრომისების ხარჯზე.

საქართველოსთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია. მომავალი ევროპული უსაფრთხოების სისტემაში, ჩვენი ადგილი უნდა გვქონდეს. სწორედ ამისთვის გვჭირდება პარტნიორობა და მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკასთან და ევროპასთან, ხოლო დღეს არსებული პოლიტიკური კრიზისი და საერთაშორისო იზოლაცია მხოლოდ რუსული ორბიტის პესრპექტივას ტოვებს. საქართველო გაიმარჯვებს🇬🇪✌”, – წერს გიგი წერეთელი სოციალურ ქსელში.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“მინდა იცოდეთ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ძალიან გაფასებთ” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის ემოციური წერილი საპატიმროდან: "ჩემო...

“მაგ მსჯელობიდან ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯია, მეგობრებო” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან...

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...