ორშაბათი, აპრილი 28, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როცა შენი ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელია ისეთი ადამიანის გული...

“როცა შენი ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელია ისეთი ადამიანის გული მოიგო, როგორიც ტრამპია, მასზე უნდა აეწყო” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია მძიმე შეფასებას აძლევს ტრამპი-ზელენსკის შეხვედრას და თავის პოზიციას აფიქსირებს შექმნილ სიტუაციაში გამოსავალთან დაკავშირებით:

ძალიან დამთრგუნველი იყო, რაც ტრამპი-ზელენსკის შეხვედრაში მოხდა. ამის მსგავსი არაფერი მინახავს. პოლიტიკას პლანეტარულ დონეზე რამსები აქვს არეული.

შეგვიძლია, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ტრამპი ნაბიჭვარია (და კიდევ ბევრი სიტყვა ვიხმაროთ), მაგრამ აზრი? დიდი ხანია ვიცით, რაც არის.

თავადაც მომწყინდა ამის გამეორება: ახლა ტრამპი მოცემულობაა. უფრო ღრმად რომ წავიდეთ, ის პრობლემის სიმპტომია და არა ძირი.

ამ სიტუაციაში ზელენსკის მიმართ სიპათია რომ არ გქონდეს, ჩემი აზრით, მორალური პრობლემა გაქვს. მაგრამ ვშიშობ, გუშინდელი კატასტროფა შეიძლება ბოლოს ზელენსკის უფრო დაბრალდეს, ვიდრე ტრამპს.

ეს უკიდურესად უსამართლოა. მაგრამ როცა შენი ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელია ისეთი ადამიანის გული მოიგო, როგორიც ტრამპია, მასზე უნდა აეწყო. თუ წარმატების გზა მისი ეგოს ფხანაზე გადის, სტრატეგია ამაზე უნდა ააგო.

და კიდევ: ხშირად ისტორიაში შემთხვევითობას და დეტალებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მერე მოვა „ჭკიანი ხალხი“ და ააგებს თეორიებს, რომ ყველაფერო წინასწარ იყო განსაზღვრული. არა, წინასწარ განსაზღვრული არაფერია, ყველაფერი კონკრეტული ადამიანების ქცევაზეა დამოკიდებული“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ნოდია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რუსთაველის გამზირზე დგომა ჩემი კონსტიტუციური უფლებაა. პრინციპული პოზიციაა, რომ არ გადავიხდი ამ ჯარიმებს” –...

“იმის თქმა, რომ ანწუხელიძე გმირია, საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, საქართველოს...

“რატომ დადიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ქელეხებში?” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოლიტიკური ირონიით ახდენს კონკრეტულ მინიშნებას: "რატომ დადიან...

“ბატონო ბიძინა, ვინც ფულს იხდის, ის არ უკვეთავს მუსიკას თუ რამე შეიცვალა?🤔😊” – ლელა...

"დღეს თუ ხვალ გომელაურიც წავა. თუ ირაკლი ღარიბაშვილი სანქციებს...

“საქართველოს 100% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ერთი გასროლის გარეშე” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში, გდდ-ს ყოფილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...