პარასკევი, მაისი 9, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 1-4 მარტის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 1-4 მარტის პერიოდისთვის

28 თებერვალს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 1 მარტიდან 4 დღის განმავლობაში.

თებერვალი ლარის კურსის რყევებით დაიწყო და რამდენიმე ვაჭრობაზე, ეროვნული ვალუტის საგრძნობი გაუფასურებაც მოხდა, რაც თვის შუა რიცხვებში შეჩერდა, დასტაბილურდა და რიგ შემთხვევაში ლარი გამყარდა, კიდეც და ეს ტენდენცია გაგრძელდა გასულ კვირაშიც. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

25 თებერვალი – 2.8153;
26 თებერვალი – 2.8168;
27 თებერვალი – 2.8141;
28 თებერვალი – 2.8172
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გამყარდა, 0.0268 ლარით  და 1 აშშ დოლარი 1 მარტიდან 4 დღის განმავლობაში 2.7904 ლარი ეღირება.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაში. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

25 თებერვალი – 2.9482;
26 თებერვალი – 2.9498;
27 თებერვალი – 2.9542;
28 თებერვალი – 2.9510
.

ევროსთან მიმართებაშიც, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, თან მნიშვნელოვნად, 0.0479 ლარით და 1 მარტიდან 4 დღის განმავლობაში 1 ევრო უკვე 2.9031 ლარი ეღირება.

ძირითადად ასეთივე სიტუაცია იყო სხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ ლარი, უმრავლეს შემთხვევაში, გამყარდა სხვადასხვა ვალუტასთან მიმართებაში, რიგ შემთხვევაში საგრძნობლადაც კი. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 1 მარტიდან 4 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5167 ლარი (გამყარდა 0.0518 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0764 ლარი (გამყარდა 0.0009 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6734 (გამყარდა 0.0053 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6407 ლარი (გამყარდა 0.0158 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0751 ლარი (გამყარდა 0.0728 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0932 ლარი (გამყარდა 0.0419 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8330 ლარი (გამყარდა 0.0425 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1886 ლარი (გამყარდა 0.0421 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.7612 ლარი (გამყარდა 0.1779 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8564 ლარი (გამყარდა 0.0231 ლარით).

ასევე, ანალოგიური სიტუაცია იყო რუსულ რუბლთან მიმართებაშიც, თუმცა  ამ შემთხვევაში ლარმა გაუფასურება გააგრძელა ბოლო 2 ვაჭრობამდე. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

25 თებერვალი – 3.1735;
26 თებერვალი – 3.2599;
27 თებერვალი – 3.2873;
28 თებერვალი – 3.2401
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0805 ლარით 1 მარტიდან 4 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.1596 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 3-5 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...