ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"ბოლო რამდენიმე დღემ დაგვანახა, რომ ძალიან აქტიურია პროტესტი...

“ბოლო რამდენიმე დღემ დაგვანახა, რომ ძალიან აქტიურია პროტესტი და ეს პროცესები ვერ ჩაცხრება, ამ მეთოდებით, მით უმეტეს” – გიგი წერეთელი ჯარიმებთან დაკავშირებით

,,ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგი წერეთელი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს გაზრდილი ჯარიმების შესახებ:

,,დღესდღეობით პროტესტი, რომელიც საქართველოშია, ვფიქრობ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტია, რითიც ისინი ეწინააღმდეგებიან ,,დე ფაქტო” ხელისუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკას, განსაკუთრებით განცხადების შემდეგ, რომ ჩერდება ევროინტეგრაციისთვის ნაბიჯები, რაც არის რეალურად ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება.

ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან დინამიური და აქტიური გახდა პროტესტი, ძალიან ბევრი ფენა ჩაერთო, სხვადასხვანაირი გამოვლენებები აქვს: გაფიცვებია და ა.შ. და რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რამდენადაც არ უნდა იმშვიდებდნენ თავს, ისინი ხედავენ რომ უკმაყოფილება იზრდება და მათი მხარდაჭერა მცირდება.

შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს აქტივობები ჩაცხრეს, ჩაქრეს, ადამიანები დაიღალონ და გამოიფიტონ, როგორც ფიზიკურად ასევე ფინანსურად. აქ ჩვენ ვხედავთ რომ ეს პარლამენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს, იღებს ათასგვარ გადაწყვეტილებებს, იღებს რეპრესიულ კანონებს, პირდაპირ გზადაგზა. ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას თუ პოლიტიკურ პარტიებს – კომისიებს ქმნიან და ისეთ თემებზე იწყებენ ძიებას, რომელზეც ათწლეულების წინ არის ზოგიერთზე პასუხები გაცემული.

ანუ ახდენენ მაქსიმალურად, რაღაც საკითხების აქტუალიზაციას, რაზეც უნდათ გადაიტანონ ყურადღება და მოწყვიტონ იგი, პროტესტის მთავარ მოთხოვნებს, რაც არის სწორედ ახალი არჩევნები, რეპრესების დასრულება და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება.

შესაბამისად ეს ჯარიმები, ტექნიკური გადაწყვეტები უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის კამერების დამონტაჟება, მათ შორის, როგორც ამბობენ, ეს ძირითადად ჩინეთთან თანამშრომლობის შედეგია, შემდეგ ამოცნობა ამ ადამიანების, დაჯარიმება ზოგიერთ მათგანს 5-ჯერ, 6-ჯერ, 7-ჯერ აქვს ჯარიმა მიღებული, ხოლო ჯარიმების საერთო ოდენობა 18 მილიონს აღემატება.

ეს რა თქმა უნდა, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს საპროტესტო აქტივობაში ჩართული, რაც შეიძლება მეტი ფინანსური ზარალი მიიღონ მათ. ეს არ არის მათი ,,ნოუ ჰაუ” ამას აკეთებენ ავტოკრატიულ ქვეყნებში, ჩვენ ის გვიკვირს, გვტკივა და გვწყინს, რომ ეს საქართველოში ხდება, თორე სხვაგანაც ხდება.

სწორედ ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, პატიმრობას უფრო დიდი ნეგატიური რეზონანსი აქვს, როგორც შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ და შემდეგ ასეთი მოქმედებები ხდება სერიოზული სანქციების საფუძველი. ჩვენ ამას ვხედავთ, ბევრი ქვეყანა ასანქცირებს მაღალჩინოსნებს, აშშ, ევროპა და ბრიტანელებიც, მათ შორის, ივანიშვილის ძალიან ვიწრო წრეს და ამ ლიდერების. და ეს თუ ასე გრძელდება, ბუნებრივია კიდევ უფრო გაღრმავდება.

დღეს 5000 ლარის გადამხდელი არის ძალიან მცირე წრე ადამიანების, რომელსაც შეუძლია ჯარიმად გადაიხადოს და მით უმეტეს შემდეგ, რაღაც სასამართლოში ტარება, დისკომფორტის შექმნა და ამით რაღაცნაირად მცდელობა იმისა, რომ ადამიანები მოერიდონ ქუჩაში გამოსვლას და პროტესტის გამოხატვას.

ეს არის მაქსიმალურად მშვიდობიანი პროტესტი და უფრო მშვიდობიანი პროტესტის წარმოდგენაც კი არის შეუძლებელი.

ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ბოლო რამდენიმე დღემ დაგვანახა, რომ ძალიან აქტიურია პროტესტი და ეს პროცესები ვერ ჩაცხრება, ამ მეთოდებით, მით უმეტეს. ძალიან მადლობელი უნდა ვიყოთ ყველა იმ ჯგუფის თუ ფონდის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის, ვინც იურიდიულადაც და ფინანსურადაც ეხმარება დაჯარიმებულებს.

ამიტომ ხელისუფლებისთვის ეს არ იქნება დადებითი ეფექტის მომტანი, ის კიდევ უფრო მეტ ადამიანში გააჩენს უსამართლობის და პროტესტის გრძნობას და აუცილებლად, ერთ დღეს კიდევ უფრო მძაფრად გამოვლინდება, ეს იქნება ქუჩის პროტესტი თუ იქნება ახალი არჩევნები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამდენი ჩა*ლახიც ერთ სულ მოსახლეზე – ნამეტანია…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქართველი ერის ერთგვარ დახასიათებას ახდენს: "ქართველი, ენერგიას,...

“მინდა საზოგადოების იმ მცირე ნაწილს ვუპასუხო, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიგვეღო, სხვანაირად...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ კიდე მე მაკრიტიკებთ, როცა ბრძენს ვეძახი!” – ელისო კილაძე

ელისო კილაძის შეფასებები, მოსაზრებები, ვარაუდები: "წულუკიანის კომისიის დასკვნას მიემატება 4...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს!” – მურთაზ ზოდელავა

საყურადღებო მინიშნებებით, ემოციური კომენტარი გააკეთა მედიასთან ოპოზიციონერმა ლიდერმა, მურთაზ...

“ძალიან დაეტყო გაქოცება იმას, რასაც ერთ დროს ეროვნული ნაკრები ერქვა…” – ზურაბ ბატიაშვილი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მორიგ მარცხს, კონკრეტული მინიშნებით, ეხმაურება ანალიტიკოსი...