კვირა, ოქტომბერი 5, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ტექნიკა თქვენ კი არ უნდა იყიდოთ ბატონო ზურაბ,...

“ტექნიკა თქვენ კი არ უნდა იყიდოთ ბატონო ზურაბ, საგზაო მომსახურების ტენდერების დროს კორუფციის გარდა, ადამიანებზე და ქვეყანაზეც უნდა იფიქროთ” – ვასო ურუშაძე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით “ოცნების” საკრებულოს წევრის, ზურაბ ნაკაიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აცხადებს, რომ “წინააღმდეგი ვიქნები, რომ 4 დღის გამო ვიყიდოთ 10-20 მილიონიანი ტეხნიკა და დავაყენოთ 4-5 წელი ტყუილად და კიდე მისი შენახვისთვის ვიხადოთ ხარჯები. ეს არასწორია, ამას ყველა აუდიტი დაგიწერთ, რომ ეს არის არამიზნობრივი ხარჯვა. რასაც ვაკეთებთ ჩვენ – ეს არის სახელმწიფო მიდგომა“,:

ტექნიკა თქვენ კი არ უნდა იყიდოთ ბატონო ზურაბ, საგზაო მომსახურების ტენდერების დროს კორუფციის გარდა, ადამიანებზე და ქვეყანაზეც უნდა იფიქროთ.

მილიარდობით ლარი იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, მშენებლობა, მოვლა, შეკეთება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი აღემატება 3 მილიარდ ლარს ყოველწლიურად.

კერძო კომპანიებთან რომლებთანაც თანამშრომლობთ, ბიუჯეტიდან ურიცხავთ ასობით მილიონ ლარს, მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე და კორუფციაზე კი არ უნდა ფიქრობდეთ, არამედ კონტრაქტით დააკისროატ ვალდებულობა საავტომობილო გზების მოვლა და მოწესრიგება მთელი წლის განმავლობაში, რაც ითვალისწინებს თოვლისგან გზის სავალი ნაწილის გაწმენდასაც.

ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა დანიშნულებით, თუ იქნება მათ აღჭურვილობაში სპეციალური აგრეგატები. დასუფთავების ავტოსატრანსპორტო საშუალებაც შეიძლება გარდაიქმნას თოვლის გამწმენდ საშუალებად, სპეციალური აგრეგატებით აღჭურვის შემთხვევაში, როგორც ეს ხდება განვითარებულ სახელმწიფოებში”, – წერს ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: “არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას”

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე სპეციალურ გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს დღეს...

“ბოროტი ჩიჩილაკი გაწეწილი იჯდა დღეს დარბაზში, სადაც მთავარი თემა რუსეთის აგრესიის შეჩერება იყო” –...

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მონაწილეობას...

დიმიტრი სამხარაძე: “4 ოქტომბერს სანაცეთის ორივე ფლანგს ვასრულებთ!”

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი (დიტო) სამხარაძე მმართველი პარტიის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...

“რა მაგარი დედა ჰყავს ხაბეს, მისაბაძი ქართველი ქალი და მისაბაძი ქართველი დედა, საამაყო ვაჟკაცის...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი ნადარეიშვილის ემოციური შეფასებები, ლევან ხაბეიშვილის...

“ამას რას ვისმენთ ხალხნო, კატასტროფაშია ქვეყანა” – თაკო ჩარკვიანი

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალურ ვიდეოს, სოციალურ...

“ეჰ, უთხრა იმ ბრძენმა კაცმა ღარიბას, ცოლის ნათესავები დაგღუპავენ შენო და არ დაუჯერა!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მინიშნებები და კონკრეტული...

“საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ 2003 წლიდან განსხვავებით ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს ქვეყანაში შექმნილ...