პარასკევი, ივნისი 13, 2025
32.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძნელბედობის ჟამს, ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა უბრალოდ გაჩუმდა" -...

“ძნელბედობის ჟამს, ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა უბრალოდ გაჩუმდა” – რატი თვალავაძე

თავდაცცის ძალების გენერალური შტაბის ყოფილი წევრი, რატი თვალავაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს ეროვნული ნაკრების თამაშებთან დაკავშირებულ დამოკიდებულებაზე:

,,ფეხს ვითრევდი, დამეწერა თუ არა ამ საკითხზე, მაგრამ რადგან თამაშის დღე მოახლოვდა და ფედერაციამ ბილეთები გამოდო, საჭირო მგონია, რომ რამდენიმე რამ ვთქვა.

ნაკრები მიყვარს სიგიჟემდე, დიდი ალბათობით, პირადი ცხოვრების დეტალებზე არ მექნება იმდენი ნანერვიულები და ღამეები ნათენები, რამდენიც სანაკრებო თამაშებისას. ყველა იმედგაცრუება და წარმატება ორი საათის წინანდელივით მახსოვს, მაგრამ ბილეთები რომ დაიდო, ოდნავადაც კი არ ავნერვიულებულვარ, რომ შეიძლება ვერ მოვასწრო ყიდვა-მეთქი. უბრალოდ ნული ემოციით შევხვდი, იმიტომ, რომ აღარ მაინტერესებს.

აღარ მაინტერესებს, რადგან ამ ყველაზე დიდი ძნელბედობის ჟამს, ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა უბრალოდ გაჩუმდა და არ ჩათვალა საჭიროდ მხარი დაეჭირა იმ ხალხისთვის, ვინც ბოლო კაპიკებს ხარჯავდა ბილეთების საყიდლად თუ საზღვარგარეთ მათ გასაყოლად. ვერავინ იტყვის, რომ ვინმემ რამე არ იცოდა – ყველაფერი სოცქსელებშია და სოცქსელები ფეხბურთელთაგან ყველას აქვს – ყველა ხედავს როგორ გვირტყამენ, რეკორდული თანხებით გვაჯარიმებენ, გვიჭერენ აბსურდული ბრალდებებით, გვატერორებენ, მაგრამ ეს მათთვის საკმარისი რატომღაც არ გამოდგა, რომ ჩაგრულის მხარე აერჩიათ.

ხოდა, სანაკრებო თამაშს 15 წლის განმავლობაში პირველად გავაცდენ.

პ.ს. და მაინც – იმედს დავიტოვებ, თავიანთ სათქმელს იტყვიან. უბრალოდ, გვიანი არ გამოდგეს”, – წერს რატი თვალავაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ნუკა არველაძე: “ბავშვებს გაეშვით, ნუ დაემსგავსეთ ნაცებს!!!”

თინა ბოკუჩავას განცხადებას, სადაც მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცებისა...

“რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი...

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში პოსტს...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“მე მგონი ქოცს, საერთოდ არ სჭირდება არანაირი გამაძლიერებელი ზედსართავი” – გიგი უგულავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა მორიგ მძიმე შეფასებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...