კვირა, ოქტომბერი 5, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ე.წ. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ტოვებს უბედურებაში, საერთოდ...

“ე.წ. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ტოვებს უბედურებაში, საერთოდ არ უნდა არსებობდეს!” – გიორგი ვაშაძე

დიდთოვლობაა დასავლეთ საქართველოში, პრობლემებია გურიაში, მძიმე ფაქტები ვრცელდება სოციალურ ქსელებში. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით მმართველ პარტიას მწვავე შეფასებებით მიმართავს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე:

ის, რაც დღეს გურიაში ხდება, არის სახელმწიფოს გულგრილობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

თოვლმა რეგიონი სრულად ჩაკეტა – ადამიანები აღმოჩნდნენ მიტოვებულები დენის, წყლისა და გზის გარეშე, ხოლო ე.წ. ხელისუფლება, რომელიც ხალხის სამსახურში უნდა იდგეს, საერთოდ არ არსებობს!

მართლა რა გაჩერებთ კაბინეტებში? ამ მასშტაბის სტიქიის დროს არ უნდა ჩადიოდეთ ხალხთან?! ამ ფონზე როცა ასე უჭირთ მოქალაქეებს და თქვენ არ გცალიათ მათთვის, მოიცალეთ ევროკავშირის ელჩზე შეტევისთვის და მთელი ევროპისთვის თავზე გადასავლელად. ესეც არ იკმარეთ და ზემოდან კიდევ მორალს კითხულობთ – მართლა ამორალურები ხართ!

ე.წ. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ტოვებს უბედურებაში, საერთოდ არ უნდა არსებობდეს!

ჩვენ ერთად გადავურჩებით ამ კრიზისსაც და მალე დავასრულებთ იმ არალეგიტიმური რეჟიმის არსებობასაც, რომელიც ყოველდღე ანგრევს ჩვენს ქვეყანას!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე: “ამ ქვეყნის პატრონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი”

„გარედან თითის დაქნევით საუბარი მიუღებელია, ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ...

“4 ოქტომბერს ერთადერთი გზა არის ბოიკოტი ანუ არმისვლა არჩევნებზე” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი 4 ოქტომბერს...

“უზურპატორი უნდა წავიდეს! ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით, საზოგადოებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...

“რა მაგარი დედა ჰყავს ხაბეს, მისაბაძი ქართველი ქალი და მისაბაძი ქართველი დედა, საამაყო ვაჟკაცის...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი ნადარეიშვილის ემოციური შეფასებები, ლევან ხაბეიშვილის...

“ამას რას ვისმენთ ხალხნო, კატასტროფაშია ქვეყანა” – თაკო ჩარკვიანი

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალურ ვიდეოს, სოციალურ...

“ეჰ, უთხრა იმ ბრძენმა კაცმა ღარიბას, ცოლის ნათესავები დაგღუპავენ შენო და არ დაუჯერა!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მინიშნებები და კონკრეტული...

“საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ 2003 წლიდან განსხვავებით ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს ქვეყანაში შექმნილ...