spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნუ გადავაქცევთ ეკლესიებს სასიკვდილო საფრთხის კერად" - გიგი...

“ნუ გადავაქცევთ ეკლესიებს სასიკვდილო საფრთხის კერად” – გიგი უგულავა საქართველოს პატრიარქს მიმართავს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მსჯავრდებული გიგი უგულავა საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს მიმართავს და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო სთხოვს, რომ მან მრევლს მოუწოდოს დარჩეს სახლში, ილოცოს სახლში:

წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თქვენო უწმინდესობავ,

საშიშროება რეალურია – ეს იყო თქვენი სიტყვები წლების წინ, 1989 წლის 9 აპრილს და საშიშროება მართლაც რეალური იყო. საშიშროება რეალურია დღეს და თქვენს სიტყვებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.

მოგმართავთ თხოვნით ციხიდან. თქვენ მე პრაქტიკულად ბავშვობიდან მიცნობთ, არასდროს პირად საკითხზე არ შემიწუხებიხართ. არც მაშინ როცა თქვენი მოწაფე ვიყავი, არც მაშინ როცა ძალაუფლება მქონდა და არც ახლა როცა ციხეში ვარ. არც პირფერობა მჩვევია და ბევრი მწარე სიტყვები მითქვამს. ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

გევედრებით შეაჩერეთ ეს კატასტროფა, საშიშროება მართლაც რეალურია, მოუწოდეთ მრევლს დარჩეს სახლში, ილოცოს სახლში, სჯობს დაინთოს ასი ათასი სანთელი ეკლესიებში, ნაცვლად ასი ათასი ადამიანის შეკრებისა. ნუ გავწირავთ მათ სნეულებისთვის. დღეს ეს თქვენს ხელშია.

ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. საზოგადოება და ხელისუფლება ავად თუ კარგად, ექიმებთან ერთად, უმკლავდება ვირუსს, მაგრამ ძალაუფლების შერყევის შიშით ისინი ვერ გეტყვიან სიმართლეს. სიმართლეს უმეტესობა არც სინოდში გეტყვით, სამწუხაროდ.

სიმართლე კი ისაა, რომ ქვეყანა ახლა შედის ვირუსის გავრცელების კრიზისულ ფაზაში. ეს ემთხვევა წინასააღდგომო პერიოდს. წინ ხარება, ბზობა, შვიდგზის ზეთისცხება და ბოლოს ბრწყინვალე აღდგომაა. მოუწოდეთ მრევლს დარჩნენ სახლში.

ნუ დავანთებთ აპოკალიპტურ ცეცხლს სააღდგომოდ. დიახ, საშიშროება რეალურია და მეცნიერებას ჯიბრში არ უნდა ჩავუდგეთ.
ვერანაირი სქოსასტიკური არგუმენტი ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ დღეიდან აღდგომამდე სწორედ ჩვენ ტაძრები შესაძლოა გახდეს მთავარი რისკის არეალი.

ამან შეიძლება უბედურებამდე მიგვიყვანოს. თქვენ გვასწავლიდით, რომ ადამიანია ღვთის სახლი. ვერცერთი დიადი ტაძრის გუმბათი, ვერ მივა თუნდაც ცოდვებით დამძიმებულ ღვთის ქმნილებათა გვირგვინთან – ადამიანთან.

ნუ გადავაქცევთ ეკლესიებს სასიკვდილო საფრთხის კერად. არ მივცეთ ამპარტავნებას საშუალება, ყველა სათნოება შთანთქას.
ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა, ყოველ საათს. დამნაშავეთა ძიებას აზრი აღარ ექნება.
დღეს თქვენ სიტყვას შეუძლია ადამიანთა გადარჩენაც და მათი საფრთხეში ჩაგდებაც.

დღეს, საქართველოს სამოციქულო ეკლესია და პირადად თქვენ, იესოს მსგავსად ტაძრის გუმბათზეა და მინდა მჯეროდეს, რომ ეშმაკს სწორ პასუხს გავცემთ – ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი (ლუკა 4:12)

გთხოვთ, მოუწოდოთ მრევლს დარჩეს სახლში.

“მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს”

ისაია 26:20

პატიმარი გიგი უგულავა,” – წერია გიგი უგულავას ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო...

“ნეტა არ გადავირეოდეთ მთელი საქართველო…” – ნინო ჯანგირაშვილი

სოციალურ ქსელში პეტერ მადიართან დაკავშირებით დაფიქსირებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ერთად...

“ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით მიმდინარე...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...