ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გაოგნებული და განადგურებული ვარ. ერთდროულად. მეც და ყველა...

“გაოგნებული და განადგურებული ვარ. ერთდროულად. მეც და ყველა ბიბლუსელი” – გიორგი კეკელიძე ირაკლი გაგნიძის გარდაცვალებაზე

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორი, გიორგი კეკელიძე “ბიბლუსი ჯგუფის” გენერალური დირექტორის ირაკლი გაგნიძის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება:

გაოგნებული და განადგურებული ვარ. ერთდროულად. მეც და ყველა ბიბლუსელი.

ირაკლი გაგნიძე, ადამიანი, ვინც რეალურად შექმნა ეს ბრენდი, Biblusi • ბიბლუსი იმ ფორმით, რაც თქვენ იცით, 42 წლის ასაკში, მოულოდნელი დიაგნოზით, უმძიმესი სენისგან, ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

ირაკლი იყო სრულიად ბრწყინვალე პიროვნება და პროფესიონალი. თავის დროზე, ირაკლი თევდორაშვილთან ერთად, სწორედ მან შემომთავაზა, ,,ბიბლუსი ჯგუფს” შევერთებოდი და ამ ერთი წლის მანძილზე ბევრი რამ მოვასწარით ერთად. რაც მთავარია – დავმეგობრდით.

უცნაურად დაემთხვა, რომ სწორედ ამ დროს ვწერ წიგნს ონკოპაციენტის ისტორიაზე. ეს წიგნი ირაკლის ხსოვნას მიეძღვნება“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიორგი კეკელიძე.

ინფორმაციისთვის: 42 წლის ასაკში, “ბიბლუსი ჯგუფის” გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე გარდაიცვალა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...