spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ჩვენ შეგვიძლია ეს "ტრიუკი“ შევუტრიალოთ და იქით დავახრჩოთ"...

“ჩვენ შეგვიძლია ეს “ტრიუკი“ შევუტრიალოთ და იქით დავახრჩოთ” – თამარ ჩერგოლეიშვილი ჯარიმებთან დაკავშირებით

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საპროტესტო აქციების მონაწილეების დაჯარიმებებთან დაკავშირებით კონკრეტულ რჩევებს იძლევა:

ივანიშვილი ხალხთან ბრძოლის ახალ ეტაპზეა – უკანონო ფინანსური წნეხით უნდა პროტესტის გამოფიტვა.

ამიტომ კოკისპირული წვიმასავით მოდის ჯარიმები.

ჩვენ შეგვიძლია ეს “ტრიუკი“ შევუტრიალოთ და იქით დავახრჩოთ.

სასამართლო აქტივიზმი პროტესტის დიდებული ფორმაა – ჯერ კიდევ ფოთში ვცდილობდით ორგანიზებას თევზის მყრალი სუნის წინააღმდეგ. მაგრამ სამწუხაროდ, სასამართლოში ურწმუნობის, შიშის და სხვა მიზეზების გამო, საკმარისი რაოდენობით ფოთელები ვერ ავიყოლიე, რომ სასამართლო საჩივრებით დაგვებომბა და თევზის ფხვნილის მწარმოებელ ბიზნესს, ეს სიგნალად მიეღო. (ბოჩოლებზე გამოგვივიდა ხობში, ოღონდ ის კლას ექშენი არ იყო).

აი ახლა, ამ არაადეკვატურ ჯარიმებზე გამოგვივა.

ამისთვის საჭიროა ბევრი პატრიოტი ადვოკატი, რომელიც ყველა ამ ჯარიმას გაასაჩივრებს – გასაჩივრების დროს ჯარიმას არ იხდი ვიდრე მთელი პროცესი არ დასრულდება.
ყველა ჯარიმა ტვირთად უნდა დააწვეს რეჟიმის მონა სასამართლო სისტემას, რომელსაც სხვა წნეხიც აქვს – ყველა მოსამართლის გვარი, რომელიც ხელისუფლების რეპრესიებში მონაწილეობს, გროვდება და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ეგზავნება სანქცირების მიზნით.

მოკლედ, ახლა საქმეს სჭირდება ბევრი მოხალისე პატრიოტი იურისტი, რომელიც რეჟიმის რეპრესიულ ინსტრუმენტად ქცეულ სასამართლოს გადატვირთავს და დაახრჩობს საქმეებით.

ჩვენ, პოლიტიკოსები, მათ სანქციებზე ვიზრუნებთ.

დიდი მადლობა ყველა იურისტს, რომელიც ამ დიდებულ საქმეში მოხალისეობრივად მონაწილეობს.

ვისაც გაქვთ სურვილი და ჯერ არ ჩართულხართ ამ კეთილშობილ პროცესში, ფლზ ჩაერთეთ💘“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...