პარასკევი, მაისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოა"უამინდობის და დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე...

“უამინდობის და დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი” – “საქართველოს რკინიგზა”

“საქართველოს რკინიგზა” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს კონკრეტული მიმართულების მატარებლების რამდენიმე რეისის გაუქმებასთან დაკავშირებით:

📢ძვირფასო მგზავრებო!

გურიაში არსებული უამინდობის და დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:

24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი
24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი
24 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.

შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი -თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

P.S.
ყურადღება‼️ წინა განცხადებიდან რამდენიმე საათში “საქართველოს რკინიგზა” მორიგ განცხადებას ავრცელებს (გამოქვეყნდა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 15:17-ზე)

საქართველოს რკინიგზა დამატებით გაცნობებთ, რომ გურიაში არსებული უამინდობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:

23 თებერვალი – ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის საღამოს რეისი;
25 თებერვალი – თბილისი-ოზურგეთი;
25 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი;
25 თებერვალი -ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
25 თებერვალი -ბათუმი -ოზურგეთი-ბათუმი;
26 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი;
26 თებერვალი – რიონი- ქუთაისი-რიონი;

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.
მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

215 მონაწილე და 3 გამარჯვებული – ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი“ მეთორმეტედ ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეთორმეტედ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...