ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 22-24 თებერვლის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 22-24 თებერვლის პერიოდისთვის

21 თებერვალს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 22 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში.

თებერვალი ლარის კურსის რყევებით დაიწყო, 2 კვირის წინ კი, რამდენიმე ვაჭრობაზე, საგრძნობი გაუფასურება მოხდა, რაც გასულ კვირაში შეჩერდა, დასტაბილურდა და რიგ შემთხვევაში ლარი გამყარდა, კიდეც. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

18 თებერვალი – 2.8170;
19 თებერვალი – 2.8186;
20 თებერვალი – 2.8137;
21 თებერვალი – 2.8136
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0087 ლარით  და 1 აშშ დოლარი 22 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში 2.8049 ლარი ეღირება.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაში. კერძოდ ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

18 თებერვალი – 2.9536;
19 თებერვალი – 2.9480;
20 თებერვალი – 2.9322;
21 თებერვალი – 2.9382
.

ევროსთან მიმართებაშიც, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე მცირედით გამყარდა, 0.0026 ლარით და 22 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო უკვე 2.9362 ლარი ეღირება.

ძირითადად ასეთივე სიტუაცია იყო სხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ ლარი, უმრავლეს შემთხვევაში, გამყარდა სხვადასხვა ვალუტასთან მიმართებაში, რიგ შემთხვევაში საგრძნობლადაც კი. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 22 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5476 ლარი (გამყარდა 0.0026 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0770 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6747 (გაუფასურდა 0.0008 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6503 ლარი (გამყარდა 0.0041 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0759 ლარი (გამყარდა 0.0202 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1214 ლარი (გაუფასურდა 0.0021 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8660 ლარი (გამყარდა 0.0102 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2349 ლარი (გამყარდა 0.0117 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.8670 ლარი (გამყარდა 0.0790 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8653 ლარი (გამყარდა 0.0089 ლარით).

ასევე, ანალოგიური სიტუაცია იყო რუსულ რუბლთან მიმართებაშიც, თუმცა  ამ შემთხვევაში ლარმა გაუფასურება გააგრძელა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

18 თებერვალი – 3.0745;
19 თებერვალი – 3.0897;
20 თებერვალი – 3.1154;
21 თებერვალი – 3.1846
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე უკვე გამყარდა, 0.0111 ლარით 22 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.1735 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 15-17 მარტის პერიოდისთვის

14 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მშვიდობას ვერ მოიტანს პუტინის ტრამპთან შეხვედრა. მშვიდობას მოიტანს პუტინის სტალინთან შეხვედრა” – დავით ნებიერიძე

ტრამპი-პუტინის შეხვედრისა და უკრაინაში მშვიდობის დამყარების თემას, პუტინთან მიმართებაში,...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...

“ივანიშვილმა რომ თქვა, წავალ და ოპოზიციაც მე ვიქნებიო, მაგ რეალობაში ვართ” – ზაზა ბიბილაშვილი

"ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის" დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს...

“ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მარტო მიშა სააკაშვილის განაჩენი არ არის, ეს არის ქართველი ხალხისთვის გამოტანილი...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...