spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონები“ოკუპირებულ ტერიტორიებზე COVID-19-ის პრევენციისთვის ხმაურის გარეშე ვდგამთ ნაბიჯებს!”...

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე COVID-19-ის პრევენციისთვის ხმაურის გარეშე ვდგამთ ნაბიჯებს!” – ქეთევან ციხელაშვილი

გალისთვის გადაცემულ დახმარებასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს და ასევე მოწოდებებს ხელისუფლების მიმართ აფხაზეთში მოქმედებების შესახებ, გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ქეთევან ციხელაშვილი თქმით, არაერთი აქტივობა განხორციელდა განსაკუთრებით აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით და ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გასაკვირია, რადგან სწორედ ისინი მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ნაბიჯები ყოველგვარი პიარის გარეშე გადადგმულიყო.

საქართველოს ხელისუფლება ბოლო კვირების განმავლობაში, ყველა შესაძლო არხით ჩართულია COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არაერთი აქტივობა განხორციელდა განსაკუთრებით აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით. ერთის თქმა შემიძლია: თუნდაც მხოლოდ გუშინ განხორციელებულ აქტივობებში, რომელიმე ფონდის თუ პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გაკეთებული კონტრიბუცია არ ყოფილა არც ერთადერთი და მით უფრო არც პირველი, როგორც ცხადდებოდა.

მთელი ამ დღეების და კვირების განმავლობაში, ხელისუფლება და ასევე სხვადასხვა კერძო პირი თუ ორგანიზაცია, თავისი კეთილი ნებით, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში და ყველას მადლობა, რა თქმა უნდა.

მე პროცესის დეტალებზე კვლავ ვერ ვსაუბრობ, სწორედ ამ პროცესის სენსიტიურობიდან გამომდინარე და იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან დგანან ადამიანები, რომელთაც ძალიან სჭირდებათ დახმარება გუშინწინაც, გუშინაც, დღესაც და ხვალაც. მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ახლა პრიორიტეტი, ყველაზე მთავარი და ყველაზე მაღალი!

მე მესმის, რომ შეიძლება ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს თუ ორგანიზაციას ჰქონდეს გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგი და ინფორმაციის გასაჯაროვება ამას უკავშირდბოდეს, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ კონკრეტულად ამ პოლიტიკური ძალისაგან ალბათ ცოტა გასაკვირია იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, იგივე ორგანიზაციის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულიყო “ყველანაირი ხმაურისა და პიარის გარეშე”, რასაც, გარწმუნებთ, ისედაც ვდგამდით და ახლაც ვდგამთ, სწორედ ამ ხმაურის გარეშე, რომ პროცესი არ დაზიანდეს! ამიტომ ვფიქრობ, დღეს განსაკუთრებით, ამხელა გამოწვევასთან ბრძოლაში, ეს სენსიტიური გარემო უმჯობესია ყველამ გაითვალისწინოს,”- აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

🔹 შეგახსენებთ, რომ ფონდმა “მოძრაობა მომავლისთვის“, რომელიც საზოგადოებრივ მოძრაობა “ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოსთვის სამედიცინო ინვენტარის გადაცემა პირველად მოხდა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...